კოლაგის მთავარანგელოზის ეკლესია

კოლაგის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის დასავლეთით სასაფლაოზე. მთავარანგელოზთა ეკლესიის ჩრდილოეთით 25-30 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. წყობა რეგუკარულია, კედლები შეგნით და გარედან გასწორებული ყოფილა ბათქაშით, რითაც ნაწილობრივ ქვის ზედაპირსაც ფარავს, ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. კარი გარედან თაღოვანია, შიგნით კი თარაზულადაა გადახურული, რაც ფასადის მხრიდან ტიმპანს ქმნის. ეკლესიის კვადრატული დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდში გაჭრილია დაბალი, გარეთკენ შევიწროებული, ბრტყლად გადახურული სარკმელი, ქვემო კედელზე, რიყის ქვით ნაშენი ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის სარკმლის გარდა, კიდევ ერთი სარკმელია გაჭრილი დასავლეთ კედელში. 2010 წელს საქართველოს ისტორიული ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის მიერ ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია. აღდგა კედლების დანგრეული ნაწილები, შიგნით ეკლესია გადაიხურა რიყის ქვის ცილინდრული კამარით, ხოლო აფსიდი კონქით, სამხრეთ კედელში მოეწყო სწორკუთხა სარკმელი, გარედან კედლებს გაუკეთდა რიყის ქვის თაროსებრი ლავგარდანი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება