კოლაგის წმინდა მარიამის ეკლესია
კოლაგის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის დასავლეთით 500 მეტრზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (7,2x5,3 მეტრი) ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ძლიერაა დაზიანებული ჩრდილოეთით, კედელი მთლიანად დანგრეულია, დანარჩენი კედლები დაახლოებით 1,3-1,5 მეტრ სიმაღლეზე დგას. აღმოსავლეთ კედელი შუაში ხოლო სამხრეთით კედელი აღმოსავლეთ ნაწილში განგრეულია. მონგრეულია სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთი კუთხეები. 2000 წელს სოფლის მოსახლეობას ეკლესიის აღდგენა დაუწყია, მაგრამ აღარ დაუმთავრებია. კედლების აღდგენილი ნაწილები საკმაოდ ტლანქია.
ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლის ნაშთი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც სარკმელი ყოფილა გაჭრილი (შემორჩენილია კვალი).
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 183.