სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი კანდელაკი (მრავალმნიშვნელოვანი).

გიორგი კანდელაკი (დ. 10 აპრილი, 1974, სოფ. ვარიანი, გორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მოკრივე. მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე პრიზიორი (1994). მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, პირველი ორი ბრძოლის მოგების შემდეგ მესამე წრეში კუბელ ფელიქს სავონთან დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა). 1998 წლიდან პროფესიონალურ კრივში გადავიდა. მსოფლიოს ჩემპიონი WBU-ის ვერსიით (2002, 2003). პროფესიონალურ რინგზე გამართა 24 ბრძოლა და ყველა მოიგო (18 — ნოკაუტით). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1997). საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი (2002-იდან). ღირსების ორდენის კავალერი (1997). სპორტული კლუბის „ჩემპიონი“ დამფუძნებელი (1999).

ძირითადი შედეგები რედაქტირება

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
1993 ევროპის ჩემპიონატი ბურსა, თურქეთი -91 კგ  
1993 მსოფლიო ჩემპიონატი ტამპერე, ფინეთი -91 კგ  
1997 მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტი, უნგრეთი +91 კგ  

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 170, თბ., 1998–1999.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება