ლაშა ტალახაძე

ქართველი ძალოსანი

ლაშა ტალახაძე (დ. 2 ოქტომბერი, 1993, საჩხერე) — ქართველი ძალოსანი, მონაწილეობს +109 კგ. (2018 წლამდე +105 კგ[2]) წონით კატეგორიაში. ორგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.

ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე რიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 2 ოქტომბერი, 1993 (1993-10-02) (30 წლის)
დაბ. ადგილი საჩხერე
სიმაღლე 197 სმ
წონა 176 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძალოსნობა
სახეობა ატაცი, აკვრა, ორჭიდი
ჯილდოები Jeno Boskovics Best Lifter Trophy[1]
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო რიო-დე-ჟანეირო 2016 +105 კგ
ოქრო ტოკიო 2020 +109 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო ჰიუსტონი 2015 +105 კგ
ოქრო ანაჰაიმი 2017 +105 კგ
ოქრო აშხაბადი 2018 +109 კგ
ოქრო პატაია 2019 +109 კგ
ოქრო ტაშკენტი 2021 +109 კგ
ოქრო ბოგოტა 2022 +109 კგ
ოქრო ერ-რიადი 2023 +109 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ფერდე 2016 +105 კგ
ოქრო სპლიტი 2017 +105 კგ
ოქრო ბუქარესტი 2018 +105 კგ
ოქრო ბათუმი 2019 +109 კგ
ოქრო მოსკოვი 2021 +109 კგ
ოქრო ტირანა 2022 +109 კგ
ოქრო ერევანი 2023 +109 კგ

ბიოგრაფია რედაქტირება

ლაშა ტალახაძე დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში. 2013 წელს ტალახაძემ დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.[3]

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან საერთო ჯამში 454 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა[4]. მას შემდეგ, რაც ჩემპიონი ალექსეი ლოჩევი დოპინგის ტესტზე ჩავარდა, პირველი ადგილი ტალახაძეს გადაეცა. 2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ფერდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძემ ჯამში 463 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ატაცში 212 კილოგრამის დაძლევით ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა[5].

2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და ამ მაჩვენებლით სულ რამდენიმე წუთით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. აკვრაში ტალახაძემ მესამე ცდაზე 258 კგ. აწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. ამ შედეგით ოლიმპიადის კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაიკავა.[6][7] ხოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიაში გაიმართა, მან ატაცში 217 კილოგრამი დააფიქსირა და ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა[8]. 2018 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ 474 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა მას შემდეგ, რაც ატაცში 223, აკვრაში 265, ხოლო ორჭიდის ჯამში 488 კილოგრამი დააფიქსირა.

 

არის ღირსების ორდენის და ბრწყინვალების ორდენის კავალერი.[9]

სატურნირო შედეგები: რედაქტირება

წელი ტურნირის მასპინძელი წონითი კატეგორია ატაცი (კგ) აკვრა (კგ) ჯამი ადგილი
1 2 3 ადგილი 1 2 3 ადგილი
ოლიმპიური თამაშები
2016   რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია +105 კგ 205 210 215 2 242 247 258 1 473 ორ  
2020   ტოკიო, იაპონია +109 კგ 208 215 223 ორ   245 255 265 ორ 1 488 ორ  
მსოფლიოს ჩემპიონატები
2010   ანთალია, თურქეთი +105 კგ 157 162 162 27 180 180
2011   პარიზი, საფრანგეთი +105 კგ 175 180 187 16 207 207 25 387 20
2015   ჰიუსტონი, აშშ +105 კგ 200 200 207   238 247 247   454  
2017   ანაჰაიმი, აშშ +105 კგ 210 215 220 მრ   243 250 257   477 მრ  
2018   აშხაბადი, თურქმენეთი +109 კგ 207 212 217   245 252 257   474  
2019   პატაია, ტაილანდი +109 კგ 208 215 220   247 255 264   484  
2021   ტაშკენტი, უზბეკეთი +109 კგ 210 218 225 მრ   247 257 267 მრ   492 მრ  
ევროპის ჩემპიონატები
2016   ფერდე, ნორვეგია +105 კგ 200 207 212   235 241 251   463  
2017   სპლიტი, ხორვატია +105 კგ 203 210 217   238 245 250   467  
2018   ბუქარესტი, რუმინეთი +105 კგ 200 210 221   235 247   457  
2019   ბათუმი, საქართველო +109 კგ 208 218   245 260   478  
2021   მოსკოვი, რუსეთი +109 კგ 211 217 222   245 253 263   485  
ახალგაზდული მსოფლიო ჩემპიონატი
2013   ლიმა, პერუ +105 კგ 185 190 195   217 221   411  
ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე
2016   ეილათი, ისრაელი +105 კგ 193 200 205   222 235   440  
ახალგაზდული ევროპის ჩემპიონატი
2011   ბუქარესტი, რუმინეთი +105 კგ 175 180 185   205 212 217   402  
2012   ეილათი, ისრაელი +105 კგ 175 183 190   205 222 232   412  
ჭაბუკების ევროპის ჩემპიონატი
2010   ვალენსია, ესპანეთი +94 კგ 150 155 158   175 182 187   345  
  • მრ: მსოფლიო რეკორდი
  • ორ: ოლიმპიური რეკორდი

პერსონალური რეკორდები: რედაქტირება

დისციპლინა შედეგი (კგ) ადგილმდებარეობა წონითი კატეგორია რეკორდი თარიღი
+105 კგ
ატაცი 220   ანაჰაიმი, აშშ მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს რეკორდი 5 დეკემბერი, 2017
აკვრა 258   რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია ოლიმპიადა საქართველოს რეკორდი 16 აგვისტო, 2016
ჯამი 473   რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია ოლიმპიადა ოლიმპიური რეკორდი 16 აგვისტო, 2016
477   ანაჰაიმი, აშშ მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს რეკორდი 5 დეკემბერი, 2017
+109 კგ
ატაცი 223   ტოკიო, იაპონია ოლიმპიადა ოლიმპიური რეკორდი 4 აგვისტო 2021
225   ტაშკენტი, უზბეკეთი მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს რეკორდი 17 დეკემბერი 2021
აკვრა 265   ტოკიო, იაპონია ოლიმპიადა ოლიმპიური რეკორდი 4 აგვისტო 2021
267   ტაშკენტი, უზბეკეთი მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს რეკორდი 17 დეკემბერი 2021
ჯამი 488   ტოკიო, იაპონია ოლიმპიადა ოლიმპიური რეკორდი 4 აგვისტო 2021
492   ტაშკენტი, უზბეკეთი მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს რეკორდი 17 დეკემბერი 2021

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.iwf.net/2018/05/08/award-gala-of-2017-lifter-of-the-year-trophies/
  2. Lasha Talakhadze დაარქივებული 2016-12-11 საიტზე Wayback Machine. . rio2016.com
  3. Sanctioned Athletes / Athlete Support Personnel
  4. IWF-ის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2016-05-01.
  5. ლაშა ტალახაძემ ატაცში ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა
  6. TALAKHADZE Lasha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 17 August 2016
  7. Lasha Talakhadze Wins Gold, Behdad Salimi Bombs Out After World Record Snatch en-US (16 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 17 August 2016
  8. International Wrestling Federation: World Records.. ციტირების თარიღი: 5 December 2017
  9. ოლიმპიური მედალოსნები // ლაშა ტალახაძე