მაია ჩიბურდანიძე (დ. 17 იანვარი, 1961, ქუთაისი) — ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1984). მსოფლიოს მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1978). თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).

მაია ჩიბურდანიძე

მაია ჩიბურდაიძე 1984 წელს სალონიკში
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 17 იანვარი, 1961 (1961-01-17) (63 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი (1984)
ფიდე რეიტინგი 2500 (სექტემბერი, 2014)
მაქსიმალური რეიტინგი 2560 (იანვარი, 1988)
ჯილდოები და პრემიები შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის ორდენი და ხალხთა მეგობრობის ორდენი

ჩიბურდანიძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია ქალთა შორის (1978-1991), ჭადრაკის დედოფლობის ხანგრძლივობით მესამე იყო 14 წლით, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და ნონა გაფრინდაშვილს (16 წელი).

ბიოგრაფია

რედაქტირება

მაია ჩიბურდანიძე დაიბადა ქუთაისში; მან ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო. მისი დებიუტი ბრასოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე გაიმართა 1974 წელს, 13 წლის ასაკში. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა. 1977 წელს მას საერთაშორისო ქალთა გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა.

1978 წელს ჩიბურდანიძემ მოქმედი ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ითამაშა. ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა ანგარიშით 8½-6½. ჩიბურდანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა 2011 წლამდე, როცა ჩინელმა ხოუ იფანიმ 16 წლის ასაკში მოიგო ეს ტიტული. მან ტიტული შემდგომ ოთხ ჩემპიონატში შეინარჩუნა. 1981 წელს ბათუმში პაექრობა ნანა ალექსანდრიასთან ყაიმით 8-8 დასრულდა, თუმცა ჩიბურდანიძემ ტიტული მაინც შეინარჩუნა. სამი წლის შემდეგ ვოლგოგრადში მან დაამარცხა ირინა ლევიტინა 8-5. შემდეგი მოწინააღმდეგე იყო ელენა ახმილოვსკაია 1986 წელს, რომელთან მატჩში სოფიაში ჩიბურდანიძემ გაიმარჯვა 8½-5½. 1988 წელს მცირე უპირატესობით დაამარცხა ნანა იოსელიანი თელავში 8½-7½.

1991 წლის თებერვალში ჩიბურდანიძემ მოულოდნელად დათმო გვირგვინი ჩინელ მოთამაშესთან სიე ძიუნთან მანილაში 8½-6½. ჩიბურდანიძის დედოფლობა ხანგრძლივობით მესამე იყო 14 წლით, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და გაფრინდაშვილს (16 წელი).

ჩიბურდანიძის ფიდეს რეიტინგი 2009 წლის 1 იანვრისათვის იყო 2516, რაც მას მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა შორის მე-9 ადგილს აკუთვნებს. არის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.

ტურნირები

რედაქტირება
 
მაია ჩიბურდანიძე ჰერაკლიონში, 2007.

მსოფლიოს პირველობაზე ბრძოლაში ჩაერთო 1976 წლიდან:

მომდევნო წლებში მსოფლიოს ჩემპიონატები იმართებოდა ე.წ. ნოკაუტ-სისტემით. მაია, რომელიც ამ დროისათვის პრაქტიკულად აღარ თამაშობდა, რამდენიმეჯერ მივიდა ნახევარფინალამდე, მაგრამ გამარჯვება ვერ შეძლო.

ოლიმპიადები

რედაქტირება

მაია 15-ჯერ მონაწილეობდა (ქალთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი) ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში. აქედან 7-ჯერ იგი იცავდა სსრ კავშირის (1978-1990), ხოლო 8-ჯერ - საქართველოს (1992-2004, 2008) ნაკრების ღირსებას.

ჩიბურდანიძე 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 3-გზის ვიცე-ჩემპიონია. ერთხელ გუნდთნ ერთად დაეუფლა ბრინჯაოს მედალს. ინდივიდუალურად მაია ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და 4-ჯერ მოიგო მცირე ოქროს მედალი პირველ დაფაზე გამარჯვებისათვის. სულ მაიამ ოლიმპიადებზე 167 პარტიიდან 125,5 ქულას მოუყარა თავი (+89=73-5).

მაია ევროპის ჩემპიონი (1997) და ვიცე-ჩემპიონია (2005)

მაია წარმატებით თამაშობდა სხვა საერთაშორისო ტურნირებშიც:

 
მაია ჩიბურდანიძე, 1973.

არა ნაკლებ წარმატებით გამოდიოდა მაია ვაჟთა ტურნირებშიც:

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 2011 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2008 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1996 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1994 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1994 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1994 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1992 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1988 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1987 - საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი
  • 1986 - საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია
  • 1986 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1986 - მსოფლიოს ქალთა XI საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1986 - საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი
  • 1985 - საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი
  • 1984 - საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი
  • 1984 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1984 - მსოფლიოს ქალთა X საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1981 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1981 - მსოფლიოს ქალთა IX საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1978 - საერთაშორისო სპორტის ოსტატი (ვაჟთა შორის)
  • 1978 - საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (ვაჟთა შორის)
  • 1978 - მსოფლიოს ქალთა VIII საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1978 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1978 - საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი
  • 1974 - საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (ქალთა შორის)
  • 1974 - საერთაშორისო სპორტის ოსტატი (ქალთა შორის)

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც მაია ჩიბურდანიძე ქალთა შორის მსოფლიო პირველობის პრედენდენტთა მატჩებში მონაწილეობის უფლების მოპოვებისთვის 1976 წლის საქართველოს მეათე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[1]

1982 წელს გამომცემლობა „ნაკადულმა“ გამოუშვა თენგიზ გიორგაძის წიგნი „და კვლავ მაია!“, რომელიც ქალთა მსოფლიო პირველობაზე მაია ჩიბურდანიძესა და ნანა ალექსანდრიას შორის გამართულ მატჩს ეძღვნება.[2]

1982 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში ჯილდოები გადაეცათ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს მაია ჩიბურდანიძესა და ვიცე-ჩემპიონს ნანა ალექსანდრიას. მაია ჩიბურდანიძე დაჯილდოვდა ხალხთა მეგობრობის ორდენით, ნანა ალექსანდრია — საპატიო ნიშნის ორდენით. მოჭადრაკეებს ჯილდოები გადასცა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ პავლე გილაშვილმა.[3]

1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 4 სპორტსმენად (98 ქულა) დასახელდა მაია ჩიბურდანიძე („დინამო“, მწვრთნელი ე. გუფელდი)[4]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.
  2. რიგით მეშვიდე // „ლელო“, 15 სექტემბერი, 1982, № 178 (7239), გვ. 4.
  3. „ლელო“, 13 დეკემბერი, 1981, № 238 (7049), გვ. 1.
  4. 10 საუკეთესო // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1983, № 250 (7561), გვ. 1.
წინამორბედი:
ნონა გაფრინდაშვილი
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
1978–1991
შემდეგი:
სიე ძიუნი