საზონათშორისო ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

საზონათშორისო ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

მსოფლიოს ჩემპიონობისათვის შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპი. შემოღებულ იქნა ფიდეს მიერ 1968 წელს, ლუგანოს კონგრესზე. ტარდებოდა 1971-1995 წლებში. 1976 წლამდე ტარდებოდა ერთი ტურნირი, შემდეგ კი ძლიერი მოჭდრაკეების რაოდენობისა და გეოგრაფიის გაზრდის კვალობაზე - ორი. ტურნირში დაიშვებოდნენ ზონალური ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები. საზონათშორისო ტურნირების სამი გამარჯვებული დაიშვებოდა პრეტენდენტთა ტურნირში (მატჩებში). 1973, 1976, 1985, 1987 და 1990 წლებში საჭირო შეიქმნა დამატებითი მატჩების და მატჩ-ტურნირების ჩატარება პრეტენდენტთა ციკლში გამსვლელი მოჭადრაკეების გამოსავლინებლად. სულ ჩატარდა 17 საზონათშორისო ტურნირი.

# წელი ჩატარების ადგილი ტურნირი
1 1971 ოჰრიდი I საზონათაშორისო ტურნირი
2 1973 მენორკა II საზონათაშორისო ტურნირი
3 1976 თბილისი III საზონთაშორისო ტურნირი
4 1976 როზენდალი IV საზონათაშორისო ტურნირი
5 1979 რიო-დე-ჟანეირო V საზონათაშორისო ტურნირი
6 1979 ალიკანტე VI საზონათაშორისო ტურნირი
7 1982 თბილისი VII საზონათაშორისო ტურნირი
8 1982 ბად-კისინგენი VIII საზონთაშორისო ტურნირი
9 1985 ჰავანა IX საზონათაშორისო ტურნირი
10 1985 ჟელეზნოვოდსკი X საზონათაშორისო ტურნირი
11 1987 სმედერევსკა-პალანკა XI საზონათაშორისო ტურნირი
12 1987 ტუზლა XII საზონათაშორისო ტურნირი
13 1990 აზოვი XIII საზონათაშორისო ტურნირი
14 1990 კუალა-ლუმპური XIV საზონათაშორისო ტურნირი
15 1991 სუბოტიცა XV საზონათაშორისო ტურნირი
16 1993 ჯაკარტა XVI საზონათაშორისო ტურნირი
17 1995 კიშინიოვი XVII საზონათაშორისო ტურნირი