სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოჰრიდი (მრავალმნიშვნელოვანი).

ოჰრიდი (მაკედ. Охрид; ალბ. Ohri) – ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიის დასავლეთ ნაწილში. დასახლება მდებარეობს ამავე სახელწოდების ტბის სანაპირო ზოლში. ოჰრიდში ცხოვრობს 40 033 ადამიანი, ქალაქს მოსახლეობის მხრივ ჩრდილოეთ მაკედონიაში მერვე ადგილი უკავია. ოჰრიდი წარმოადგენს ოჰრიდის თემის ადმინისტრაციულ ცენტრს. აქ მრავლად არის ეკლესიები და ძველი სასახლეები, სწორედ ამიტომ ამ ადგილს ტურიზმის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. ოჰრიდი მდებარეობს სკოპიედან დასავლეთით, ხოლო ტირანადან აღმოსავლეთით. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში არის ოჰრიდის საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქს ეკლესიების სიმრავლის გამო ზოგჯერ „ბალკანეთის იერუსალიმს“ უწოდებენ.[1][2] 1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. ოჰრიდი იმ 28 ქალაქიდან ერთ-ერთია, რომელსაც იუნესკომ მიანიჭა როგორც კულტურული ასევე ბუნებრივი ძეგლის სტატუსი.1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.

ქალაქი
ოჰრიდი
მაკედ. Охрид; ალბ. Ohri

ქალაქი ოჰრიდი და ტბა ოჰრიდი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
რეგიონი სამხრეთ-დასავლეთი
კოორდინატები 41°07′01″ ჩ. გ. 20°48′06″ ა. გ. / 41.1170278° ჩ. გ. 20.8017028° ა. გ. / 41.1170278; 20.8017028
ქალაქის მერი კირილ პეცაკოვი
ადრეული სახელები ლიჰნიდოსი
ფართობი 383.93 კმ²
ცენტრის სიმაღლე 695
ოფიციალური ენა მაკედონური ენა
მოსახლეობა 42 033 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +389 46
საფოსტო ინდექსი 6000
საავტომობილო კოდი OH
ოფიციალური საიტი ohridinfo.com
ოჰრიდი — ჩრდილოეთი მაკედონია
ოჰრიდი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 99
ინგლ.რუს.ფრ.

თანამედროვე ქალაქი აგებულია ძველ ქალაქ ლიჰნიდოსის ადგილზე. უძველეს დროში ამ ტერიტორიაზე ილირიული ტომის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია რომის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა, შემდგომ კი ბიზანტიის. 867 წლიდან ოჰრიდი ბულგარეთის სამეფოს შემადგენლობაში ექცევა. XIV საუკუნის ბოლოდან უკვე ბალკანეთის ნახევარკუძულს ოსმალეთის იმპერია იპყრობს, შესაბამისად ეს ქალაქიც ოსმალების გავლენის ქვეშ ექცევა. ოჰრიდში ოსმალების მმართველობა 1912 წლამდე გაგრძელდა.

ტრანსპორტი

რედაქტირება

ოჰრიდში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი (ამჟამად ცნობილია როგორც „წმინდა პავლე მოციქულის აეროპორტი“), რომელიც ღიაა მთელი წლის განმავლობაში.

1966 წლამდე ოჰრიდი სკოპიესთან დაკავშირებული იყო 167 კმ-იანი ოჰრიდის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "The Mirror of the Macedonian Spirit, Zlate Petrovski, Sašo Talevski, Napredok, 2004, ISBN 978-9989-730-38-2, page 72: "... and Macedonia in the Cathedral Church St. Sofia in the Macedonian Jerusalem — Ohrid..."
  2. (2003) Between Past and Future: Civil-military Relations in the Post-communist Balkans. Bloomsbury Academic, გვ. 71. ISBN 978-1-86064-624-9.