პრეტენდენტთა ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
პრეტენდენტთა ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის იყო მსოფლიოს ჩემპიონობისათვის შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპი. შემოღებულ იქნა 1950 წელს ფიდეს კოპენჰაგენის კონგრესზე. ტარდებოდა 1952-1994 წლებში (გარდა 1968-1985 წლებისა, როდესაც ეს ტურნირი შეცვალა პრეტენდენტთა მატჩებმა). ტურნირში დაიშვებოდნენ ჯერ პრეტენდენტთა წინა ტურნირის გამარჯვებული (ან დამარცხებული მსოფლიოს ჩემპიონი) და ზონალური ტურნირების (1952-1967) გამარჯვებულები, ხოლო შემდეგ ზონალური ტურნირების გამარჯვებულები შეცვალეს საზონათშორისო ტურნირების გამარჯვებულებმა. 1983 წლის ფიდეს მანილის კონგრესზე პრეტენდენტთა მატჩები კვლავ შეიცვალა პრეტენდენტთა ტურნირებით.
სულ გაიმართა პრეტენდენტთა 12 ტურნირი. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო შეიქმნა დამატებითი მატჩების ჩატარება, ზოგჯერ კი ამას ითვალისწინებდა ტურნირის დებულება.