პრეტენდენტთა XI ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

პრეტენდენტთა XI ტურნირი. 1 - 22 სექტემბერი 1994. ტილბურგი

ტურნირში სამი ქართველი მოჭდრაკე მონაწილეობდა. მეორედ ცდილობდა პრეტენდენტობის მოპოვებას ჟუჟა პოლგარი, პოლგართა ცნობილი ოჯახის უფროსი და. ბრძოლა სწორედ მასა და მაია ჩიბურდანიძეს შორის გაიმართა. პირველი წრე ჟუჟამ მოიგო. მას ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა მაია.

მეორე წრე მაიამ სწორედ ჟუჟასთნ გამარჯვებით დაიწყო. მეტოქეებს ტემპი აღარ შეუნელებიათ და დუეტად გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. მესამე პრიზიორი, შვედი პია კრამლინგი, გამარჯვებულ დუეტს ორი ქულით ჩამორჩა.

მოჭადრაკე 1 2 3 4 5 6 7 8 9
1 მაია ჩიბურდანიძე საქართველოს დროშა 0,1 1,= 0,= 1,= =,1 =,= 1,1 =,1 10,5
2 ჟუჟა პოლგარი 1,0 უნგრეთის დროშა =,1 =,1 1,1 =,= =,= 1,= =,= 10,5
3 პია კრამლინგი 0,= =,0 შვედეთის დროშა 0,1 0,0 1,1 =,1 =,1 1,= 8,5
4 ალისა გალიამოვა 1,= =,0 1,0 უკრაინის დროშა 0,1 0,= 0,1 =,0 1,1 8
5 ალისა მარიჩი 0,= 0,0 1,1 1,0 იუგოსლავიის დროშა =,= =,= =,= =,1 8
6 ფენ ჭაოფინი =,0 =,= 0,0 1,= =,= ჩინეთის დროშა =,= 1,0 =,= 7,5
7 ნანა იოსელიანი =,= =,= =,0 1,0 =,= =,= საქართველოს დროშა 1,0 =,0 7
8 კრისტინა ფოიშორი 0,0 0,= =,0 =,1 =,= 0,= 0,1 რუმინეთის დროშა 1,1 7
9 ქეთევან არახამია =,0 =,= 0,= 0,0 =,0 =,= =,1 0,0 საქართველოს დროშა 5

პრეტენდენტთა ფინალური მატჩი.

თებერვალი 1995 სანქტ-პეტერბურგი ჟუჟა პოლგარი - მაია ჩიბურდანიძე 5,5 - 1,5

მატჩი რომელიც ნევისპირა ქალაქში გაიმართა პოლგარის უდავო უპირატესობით წარიმართა. ამას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზებიც. მაია ტურნირში კლასის ხარჯზე კიდევ ახერხებდა ცხრილის სათავეში ყოფნას, მატჩში კი ისეთ ძლიერ მეტოქესთან, როგორიც პოლგარი იყო და თან მაიას მაშინდელი მომზადებით მას შანსი თითქმის არ ჰქონდა.

მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8
1 ჟუჟა პოლგარი უნგრეთის დროშა = = 1 1 = 1 1 * 5,5
2 მაია ჩიბურდანიძე საქართველოს დროშა = = 0 0 = 0 0 * 1,5