სიუზან (ჟუჟა) პოლგარი (ინგლ. Susan Polgar, უნგრ. Polgár Zsuzsa; დ. 19 აპრილი, 1969, ბუდაპეშტი, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა) — უნგრელი, შემდეგ ამერიკელი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს მე-9 ჩემპიონი. ჟუჟა პოლგარი ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი 1996 წელს გახდა და სამი წელი ფლობდა ტიტულს. არის ფიდეს დამსახურებული მწვრთნელი (2004).

ჟუჟა პოლგარი
დაბადების სახელი Polgár Zsuzsanna
ქვეყანა (სპორტი)

უნგრეთის დროშა უნგრეთი,
აშშ-ის დროშა აშშ,

უნგრეთის დროშა უნგრეთი 2019[1]
ეროვნება უნგრელი
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1969 (1969-04-19) (54 წლის)
დაბადების ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა
წოდება დიდოსტატი (1991)
ფიდე რეიტინგი 2577 (თებერვალი 2021)
მაქსიმალური რეიტინგი 2577 (იანვარი 2005)
ჯილდოები და პრემიები ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი (1996-1999)
საიტი susanpolgar.com

მოკლე ბიოგრაფია რედაქტირება

მსოფლიოს მე-9 ჩემპიონი, უნგრელ-ამერიკელი ჟუჟა პოლგარი 1969 წლის 19 აპრილს ბუდაპეშტში, უნგრულ-ებრაულ ოჯახში დაიბადა. იყო ოლიმპიური ჩემპიონი, ჭადრაკის მასწავლებელი, მწერალი. არის ხელმძღვანელი ჭადრაკის სექციისა ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში და 2011 წლის კოლეჯის გუნდის მწვრთნელი. ცნობილი დებ პოლგარებიდან იგი ყველაზე უფროსია, შემდეგ მოდიან სოფია და იუდიტი. ჟუჟა ვუნდერკინდად ითვლებოდა, ცნობილი ბავშვობიდან გახდა და დიდოსტატის წოდებაც ახალგაზრდამ მიიღო.

 
სოფია, იუდიტი და ჟუჟა პოლგარები

1984 წლის ივლისში 15 წლისა ფიდეს ქალთა რეიტინგს[2] ჩაუდგა სათავეში და 23 წელი სამეულში მუდმივად იყო. 1986 წელს მამაკაცთა მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირშიც ჩაერთო, თუმც წარუმატებლად. ქალთა შორის კი 1996 წელს იჩემპიონა, მაგრამ ფიდესთან უთანხმოების გამო ტიტული 1999 წელს ჩამოართვეს. უნგრელმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოიგო პროცესი, თუმც ამ ორომტრიალში დროც გავიდა და ამასობაში მსოფლიომ ახალი ჩემპიონიც გამოავლინა. 1992 წელს რაპირდსა და ბლიცშიც მოიპოვა მსოფლიოს პირველობა. 2005 წლის ოქტომბერში ფიდეს რეიტინგში 2577 პუნქტი ჰქონდა, რომლითაც ქალთა რეიტინგსიაში მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა, პირველზე კი დიდი უპირატესობით მისი და იუდიტი გახლდათ. ოლიმპიადაზე ნაკრების შემადგენლობაში 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2006 წლიდან ოფიციალურ ტურნირებზე აღარ თამაშობს. 1997 წელს ნიუ-იორკში, ფორესტ ჰილში, ჟუჟამ, პოლგარის საჭადრაკო ცენტრი დააარსა. 2002 წელს კი ჟუჟა პოლგარის ფონდი შექმნა, რომელიც ბავშვებს, ძირითადად კი გოგოებს საჭადრაკო გაკვეთილებს უტარებდა და ტურნირებსაც ასპონსორებდა. იგი ტეხასში, ქალაქ ლაბოკში ცხოვრობდა. 1994 წელს კომპიუტერულ კონსულტანტ იაკობ შუტზმანზე დაქორწინდა და ბუდაპეშტიდან ნიუ-იორკში გადავიდა. მათ ორი ბიჭი 1999 წელს ტომი, ხოლო 2000-ში ლიმი შეეძინათ. წყვილი განქორწინდა, პოლგარი 2006 წლის დეკემბერში ძველ ნაცნობ და ბიზნესმენს პაულ ტრუნს გაჰყვა.[3] ისინი სენტ-ლუისში ცხოვრობდნენ.

 
ჟუჟა და პაული. 2006 წელი

ადრეული ასაკი რედაქტირება

პოლგარის მამას, ფსიქოლოგს და პედაგოგს ლასლოს მიაჩნდა რომ გენიოსები არ იბადებიან, ისინი უნდა შექმნა. ამიტომაც გადაწყვიტა ეს მისეული თეორია საკუთარ გოგოებზე გამოეცადა და ადრეული ასაკიდან შეასწავლა თამაში. ჭადრაკი კი შემთხვევით აირჩია, ამ სახეობით უფრო ადვილად დავაკვირდებიო. მან ფსიქოლოგ ჯონ უოტსონი ნაშრომები შეისწავლა, სამინისტროდან თანხმობა მიიღო, საქმესაც შეუდგა და არც უნანია. ჟუჟა მსოფლიოს ჩემპიონი და მამაკაცთა შორის დიდოსტატი გახდა, იუდიტი ქალთა შორის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკეა, რეიტინგი 2700-ზე მეტი ჰქონდა და კაცთა ტურნირებზეც ყოჩაღობდა, სოფია კი საერთაშორისო ოსტატია კაცთა შორის. ლასლოს აზრით თუ წარმატება გინდა ძალები უძლიერესთან უნდა მოსინჯოო და გოგონებსაც ვაჟთა ტურნირებზე ათამაშებდა, რასაც თავიდან უნგრეთის ჭადრაკის კავშირი უკრძალავდა. იგი ასევე მეუღლე კლარასთან ერთად სახლში ამეცადინებდა გოგონებს და ესპერანტოც შეასწავლა. მათი ოჯახის უმეტესობა ისრაელში დაბრუნდა. მეორე მსოფლიო ომისას ჰოლოკოსტი მათ ოჯახსაც შეეხო, ჟუჟას ორივე ბებია ოსვენცემის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ.[4] პოლგარმა ჭადრაკის მოყვარულები პირველად 4 წლის ასაკში გაანცვიფრა. როცა ბუდაპეშტის 11 წლამდელთა ჩემპიონატზე 10-ვე თამაში მოიგო. 1982 წელს 12 წლისამ უკვე გოგონათა 16 წლამდელთა პირველობაზე იმარჯვა. მიუხედავა იმისა რომ უზღუდავდნენ ტურნირებში გამოსვლას, 1984-ში 15 წლისა უკვე მსოფლიოში ყველაზე რეტინგული ქალი გახდა. 1991 წლის იანვარში რეიტინგში 2500 პუნქტს გადააბიჯა და მამაკაცთა შორის დიდოსტატის ნორმაც შეასრულა, რაც აქამდე მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ შესძლო. 1992 წელს მოიგო მსოფლიოს ჩემპიონობა, ბლიცში და სწრაფ ჭადრაკში. [5] ჭადრაკის ისტორიაში იგი ერთადერთია, რომელსაც მსოფლიოს პირველობა ჭადრაკის სამივე სახეობაში აქ მოგებული.

მსოფლიოს ჩემპიონატი რედაქტირება

1993 რედაქტირება

1992 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ციკლში ჩაება. პრეტენდენტთა შეჯიბრში რომელსაც შანხაიმ ოქტომბერ-ნოემბერში უმასპინძლა პოლგარმა 9 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიაკავა. უნგრელმა 9 პარტია მოიგო, 7 კი ყაიმით დაასრულა და მეორეზე გასულ ნანა იოსელიანს და ჩიბურდანიძეს 3 ქულით გაუსწრო. მსოფლიოს ჩემპიონთან შეხვედრისთვის ეს არ იყო საკმარისი, ამისთვის ჟუჟას მეორეზე გასული მოწინაარმდეგის დამარცხება მართებდა, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით იოსელიანი გახდა. ფინალური შეხვედრას მომდევნო წლის თებერვალში მონტე-კარლომ უმასპინძლა. პოლგარი თავიდანვე დაინაურდა, ზედიზედ ორი პარტია მოიგო. მომდევნო სამი ყაიმით დასრულდა, მეექვსეში კი ქართველმა ერთ ქულამდე დაიყვანა უპირატესობა, ბოლო მერვეში კი სულაც გაათანაბრა. დამატებითში კვლავ უნგრელი ორჯერ გავიდა წინ, მაგრამ იოსელიანმა შეძლო გათანაბრება. ბოლოს კი კენჭისყრაში ქართველს გაუმართლა და მსოფლიოს ჩემპიონთან თამაშის უფლებაც მოიპოვა.

1996 რედაქტირება

მომდევნო პრეტენდენტთა ციკლს 1994 წლის სექტემბერში ტილბურგმა უმასპინძლა. პოლგარი კვლავ მაღალ დონეზე გამოვიდა და 9 მონაწილეს შორის, ჩიბურდანიძესთან ერთად 10,5-10,5 ქულით პირველ-მეორეზე გავიდა. პოლგარმა 6 მოიგო, 1 წააგო, 9 კი ყაიმით დაასრულა. პრეტენდენტთა ფინალურ მატჩს 1995 წლის თებერვალში სანქტ-პეტერბურგმა უმასპინძლა. იმ წლებში საქართველოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ქართველმა ვერ შეძლო ხეირიანად მომზადება და მატჩიც პოლგარის სრული უპირატესობით გაიმართა. მან ოთხი მოიგო, 3 ყაიმით დაასრულა და ჩემპიონთან შეხვედრის უფლება ერთი ტურით ადრე მოიპოვა. საჩემპიონო შეხლას ესპანეთის პატარა ქალაქმა ხაენმა უმასპინძლა. მისი მეტოქე ჩინელი სიე ძიუნი იყო. პირველი შეხვედრა უნგრელმა წააგო, მაგრამ შემდეგ მეოთხე-მეხუთე მოიგო და დაწინაურდა. ორი წყვილი მოგება შეჰმატა მეშვიდე-მერვე პარტიებში. მე-11 შეხვედრაში ოთხამდე გაზარდა უპირატესობა. მომდევნო მატჩში ჩინელმა ერთის მოგება შეძლო, მაგრამ მე-13 წააგო და ტიტულის გადარჩენიც შანსიც მოისპო. უნგრელი სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი, საბოლოო ანგარიში კი 8,5:4,5 დაფიქსირდა.

1999 რედაქტირება

მომდევნო მატჩი მასსა და პრეტენდენტთა შორის გამარჯვებულთან 1998 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო. მაგრამ რადგანაც მაგ დროს ორსულად იყო გადადება მოითხოვა. ამასთან ფიდემ ფინანსური პრობლემების გამო მატჩი პოლგარის მოწინააღმდეგე ჩინელი სიე ძიუნის სამშობლოში დანიშნა. უნგრელმა ადგილის შეცვლა და საპრიზო ფონდის გაზრდა მოითხოვა, რაც ფიდემ არ დაუკმაყოფილა და ტიტულიც ჩამოართვა. ჩემპიონად კი პრეტენდენტთა ტურნირის პირველ-მეორე ადგილოსნები, ძიუნი და რუსი ალისა გალიამოვა დააპირისპირა. უნგრელმა ფიდეს ლოზანაში სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა, საკომპენსაციო თანხა და ტიტულის დაბრუნება მოითხოვა. ექს-ჩემპიონმა პროცესი მოუგო, თუმც ფიდე მხოლოდ თანხის 25 ათასი დოლარის გადახდას დაჰყაბულთა, ტიტულზე კი ბოდიშიო, რადგანაც უკვე სხვა მფლობელი ჰყავსო.

უნგრეთის ეროვნული ნაკრები რედაქტირება

უნგრეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებში, პირველ დაფაზე 1988 წელს თესალონიკში ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზა და ოქრო მოიპოვა. აღსანიშნავია რომ ნაკრების 4 წევრიდან 3 პოლგარი იყო. ორი წლის შემდეგ რიგით 29-ე ოლიმპიადაზე ნოვი-სადში, პირველ დაფაზე მოთამაშემ ნაკრებს კვლავ ოქრო მოაგებინა და თავის პოზიციაზე საუკეთესო გამოსვლისთვის პირადული ოქროც მოიგო. მან 14 შესაძლებლობიდან 11,5 ქულა დააგროვა. ამ წელსაც ნაკრების 4 წევრიდან სამი დები პოლგარები იყვნენ. 1994 წელს მოსკოვში კვლავ პირველ დაფაზე მოთამაშემ, ოლიმპიური ვერცხლი მოიგო. ამჯერად ნაკრებში ორი პოლგარი იყო, ის და სოფია, რომელიც მეორე დაფაზე და ქალებშიც საუკეთესო იყო.

აშშ მოქალაქეობა რედაქტირება

2003 წელს აშშ-ის ჭადრაკის ფედერაციამ იგი წლის დიდოსტატად დასახელა, ასეთი პატივი კი ჯერ არც ერთ ქალს არ ღირსებია. მან ასევე 2005 და 2006 წლებში აშშ-ის ღია ბლიც-პირველობა მოიგო, სადაც მის გარდა 8 დიდოსტატი მონაწილეობდა. 2004 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მალიორკაში, ამერიკის ქალთა ნაკრებში პირველ დაფაზე ითამაშა, სადაც გუნდური ვერცხლი და პირადი ოქრო მოიგო. 2005 წლის ივლისში ფლორიდის პალმ ბიჩში, გრანდიოზული ერთდროული სენასები გამართა და ოთხი რეკორდიც დაამყარა. 10 ითამაშა ბევრი 326 მატჩი, საიდანაც 309 მოიგო, 3 წააგო, 14 კი ყაიმით დაასრულა. 2. ზედიზედ ბევრი თამაში (1,131), 3. მოგებათა დიდი რაოდენობა (1,112), 4 მოგებათა მაღალი პროცენტი (96,93).[6] ოქტომბერში იგი კანზასში, ქალაქ ლინდსბორგში სსრკს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს და მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ანატოლი კარპოვს შეხვდა. შეხვედრის მიზანი „ჭადრაკი მშვიოდბისათვის“ და გენდერული თანასწორობა. პირველი სვლა კარპოვის მაგივრად გორბაჩოვმა გააკეთა. დიდოსტატებმა სულ 6 პარტია ითამაშეს, ორ-ორი მოგება ყაიმი დააფიქსირეს და მეგობრულად 3:3 დაშორდნენ. მსგავსი შეხვედრა წინა წლის შექტემბერშიც შედგა, რომელიც ამავე ანგარიშით დასრულდა. 2006 წელს პოლგარმა ორგანიზება გაუკეთა და მონაწილეობაც მიიღო ნიუ-იორკის მერიის თასის გათამაშებას. ტურნირი წრიული სისტემით 30-წუთიანი დროის კონტროლით ჩატარდა, პოლგარმა კი მეორე ადგილი დაიკავა გატა კამსკის შემდეგ. არადა ტურნირი ძლიერი მოჭადრაკეების ნაკლებობას არ უჩიოდა, ალექსანდრ ონიშჩუკი, ბორის გულკო, ილდარ იბრაჰიმოვი და ალექს სტრიპუნსკი. 2006 წელს აშშ-ს წარმოადგენდა დრეზდენში, გერმანიაში, სადაც ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა. მან ადგილობრივ საერთაშორისო ოსტატ ელიზაბეტ პატცს ადვილად სძლია. 2006 წლის დეკემბერში მან აშშ-ს ჭადრაკის ფედერაციაში დირექტორთა საბჭოს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რანდი ბაუერ და მეუღლე პაულ ტროუნთან ერთად, ოთხი წლის ვადით აირჩიეს. 2007-დან 2009-მდე იყო აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2007 წელს ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს. 2010 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც მამაკაცთა დივიზიონში გუნდის ლიდერი გახდა. 2011 წლის აპრილში მისმა გუნდმა პრეზიდენტის თასი მოიგო. 2007 წლის 12 მაისს ტეხასის ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა და საპატიო დოქტორის წოდებაც მისცეს. ასევე საჭადრაკო ნაკრების მწვრთნელიც გახდა და საკუთარი ინსტიტუტის დირექტორიც. Susan Polgar Institute for Chess Excellence (SPICE). მისი ეგიდით რამდენიმე ტურნირი გამართა, ხოლო მომდევნო 5 წლის მანძილზე საქველმოქმედო საქმიანობაში 320 ათასი დოლარამდე დახარჯა. 2009 წლის იანვარში პოლგარი ფიდეს ქალთა განყოფილების თანათავმჯდომარედ დაინიშნა და 2018 წლამდე იკავებდა ამ თანამდებობას.[7] თამაშობდა სენტ-ლუსის ვებსტერის უნივერსიტეტის კოლეგიათა ნაკრებში. 2014 წელს მიენიჭა ფურმან სიმეონის მედალი, რომელიც ქალთა და კაცთა შორის ორივეგან მომუშავე საუკეთესო მწვრთნელს ეძლება.

 
იუდიტი და სოფია პოლგარებუ. 1988 წელი

ოჯახი რედაქტირება

ყავს უმცროსი დები, სოფია და იუდიტი. იუდიტი ქალთა შორის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკეა, რეიტინგი 2700-ზე მეტი ჰქონდა და კაცთა ტურნირებზეც ყოჩაღობდა. სოფია კი საერთაშორისო ოსტატია კაცთა შორის. 1999 წელს ცოლად გაჰყვა მოჭადრაკე იონა კოჭლამაზაშვილს. ისინი ჯერ ისრაელში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ტორონტოში გადავიდნენ.

შემოქმედება რედაქტირება

ავტორია რამდენიმე წიგნისა, რომელთაგან უმეტესობა ქმრის (მანამდე მენეჯერის) პაულ ტრუონთან ერთად გამოუშვა. „დედოფალი მეფეთა თამაშისას“ 1997, (იაკობ შუტზმანთან) „ისწავლე შენ თვითონ ჭადრაკი 24 საათში“ 2003 (პაულ ტრუონთან) „მსოფლიოს ჩემპიონის გზამკვლევი“ 2005 (პაულ ტრუონთან) „ჭადრაკის ტაქტიკა ჩემპიონებისთვის“ 2006 (პაულ ტრუონთან) არის ასევე საჭადრაკო ჟურნალისტი, წერს ბლოგებს, გამოუშვა 11 დვდ დისკი, უნგრულის გარდა ფლობს 6 ენას, გერმანული, რუსული, ესპანური, ინგლისური, ესპერანტო და ივრითი. არხმა National Geographic channel გადაიღო ფილმი „ჩემი გამორჩეული ტვინი: შექმენით ჩემგან გენიოსი“[8]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Brackman, Roman (2001). The Secret File of Joseph Stalin: A Hidden Life. London and Portland: Frank Cass Publishers. ISBN 978-0-7146-5050-0.
  • Brent, Jonathan; Naumov, Vladimir (2004). Stalin’s Last Crime: The Plot Against the Jewish Doctors, 1948–1953. New York: HarperCollins. ISBN 978-0-06-201367-5.
  • Breaking Through (2005). How the Polgar Sisters Changed the Game of Chess. Everyman Chess; 1st edition. ISBN 978-1857443813[9]
  • cathy forbes (1992). The Polgar Sisters: Training or Genius? London : B.T. Batsford. Henry Holt & Co. ISBN-13 : 978-0805024265
  • Queen of the Kings Game (as Zsuzsa Polgar; with Jacob Shutzman) (1997) ISBN 0-9657059-7-8
  • Teach Yourself Chess in 24 Hours (with Paul Truong) (2003) ISBN 0-02-864408-5
  • A World Champion’s Guide to Chess (with Paul Truong) (2005) ISBN 0-8129-3653-1
  • Breaking Through (with Paul Truong) (2005) ISBN 1-8574-4381-0
  • Chess Tactics for Champions (with Paul Truong) (2006) ISBN 0-8129-3671-X
  • Rich As A King: How the Wisdom of Chess Can Make You a Grandmaster of Investing (with Douglas Goldstein, CFP®) (2014) ISBN 978-1-63047-097-5 paperback
  • Learn Chess the Right Way, Book 1 Must Know Checkmates (2016) ISBN 978-1-941270-21-9
  • Learn Chess the Right Way, Book 2 Winning Material (2016) ISBN 978-1-941270-45-5
  • Learn Chess the Right Way, Book 3 Mastering Defensive Technique (2016) ISBN 978-1-941270-49-3
  • Learn Chess the Right Way, Book 4 Sacrifice to Win (2017) ISBN 978-1-941270-65-3
  • Learn Chess the Right Way, Book 5 Finding Winning Moves (2017) ISBN 978-1-941270-66-0

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. [1]. Transfers in 2019.
  2. [2]. FIDE Rating List :: July 1984 .
  3. [3]. POLGAR AND TRUONG MARRIAGE REVEALED.
  4. [4].
  5. [5]. Susan Polgar winner of the Women’s World Blitz in 1992.
  6. [6]. CHESS Lubomir Kavalek.
  7. [7]. Commission for Women’s Chess (WOM).
  8. [8]. My brilliant brain..
  9. [9]. Breaking Through: How the Polgar Sisters Changed the Game of Chess.
წინამორბედი:
სიე ძიუნი
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
1996–1999
შემდეგი:
სიე ძიუნი