მალმე

(გადამისამართდა გვერდიდან მალმიო)

მალმე (შვედ. Malmö) — შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქი, განლაგებულია ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე პროვინცია სკონეში. მდებარეობს ერესუნის სრუტის მარჯვენა ნაპირზე. მოქმედებს ნავსადგური და აეროპორტ, არის სარკინიგზო კვანძი. სანაოსნო, სარკინიგზო და საავტომობილო გზებით უკავშირდება კოპენჰაგენს. არის დასავლეთ სკონეს ფინანსური ცენტრი.

ქალაქი
მალმე
Malmö

მარცხნიდან მარჯვნივ: მბრუნავი ტორსი, მალმეს ციხესიმაგრე, გრიფის სკულპტურა, კრონპრინსენი და ორესუნის ხიდი.
დროშა გერბი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
პროვინცია სკონე
კოორდინატები 55°35′00″ ჩ. გ. 13°02′00″ ა. გ. / 55.58333° ჩ. გ. 13.03333° ა. გ. / 55.58333; 13.03333
დაარსდა 1353
ამჟამინდელი სტატუსი XIII საუკუნიდან
ფართობი 335.14[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 12±1 მეტრი
მოსახლეობა 300,515[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1,931.8 კაცი/კმ²
აგლომერაცია 658,704
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 040
საფოსტო ინდექსი 21X XX
ოფიციალური საიტი [www.malmo.se/ www.malmo.se] www.malmotown.com www.malmo.se/ www.malmo.se www.malmotown.com
მალმე — შვედეთი
მალმე

მალმე არის მალმეს მუნიციპალიტეტის ცენტრი. მოსახლეობა შეადგენს 300 515 კაცს, რომელთაგან 30% წარმოშობით უცხოელია.[2] მალმეს შემადგენლობაში შედის ასევე ბურლევის მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც შეადგენს 280,415 კაცს[1].

დიდი მალმე არის შვედეთის სამიდან ერთ-ერთი ოფიციალურად აღიარებული მეტროპოლია, რომელიც 2005 წლიდან მალმეს მუნიციპალიტეტის გარდა უკიდურეს სამხრეთში მდებარე 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.[3] 2014 წელს მოსახლეობა შეადგენს 314 307 ადამიანს.[4] რეგიონი მოიცავს 2535.76კმ²-ს.[5]

პირველად იხსენიება XII საუკუნეში. მალმე იყო სკანდინავიაში ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული ქალაქი, რომელმაც მალმეს უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ განიცადა ტრანსფორმაცია და შვედეთის საგანმანათლებლო ცენტრი გახდა. ორესუნის ხიდის აშენების შემდეგ მალმე არქიტექტურულად მნიშვნელოვნად განვითარდა. 2007 წელს ყველაზე მწვანე ქალაქებს შორის ჟურნალმა „გრისტმა“ მალმე N4 ადგილზე გაიყვანა.[6]

დემოგრაფია

რედაქტირება

1971 წელს მალმეს მოსახლეობა შეადგენდა 265,000 ადამიანს, თუმცა 1985 წელს მაცხოვრებლების რაოდენობა 229,000 კაცამდე შემცირდა.[7] მომავალ წლებში მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა და ძველ მაჩვენებელს მიაღწია 2003 წლის 1 იანვარს.[8]

მალმуს მოსახლეობის 30% - 87,554 ადამიანი არიან დაბადებული შვედეთის გარეთ[9]

უდიდეს ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ:[10]

  1.   ყოფილი იუგოსლავია (14,450)
  2.   ერაყი (10,000)
  3.   დანია (9,200)
  4.   პოლონეთი (6,900)
  5.   ლიბანი (3,900)
  6.   ირანი (3,600)
  7.   პალესტინა (2,500)
  8.   თურქეთი (2,300)
  9.   ავღანეთი (2,100)
  10.   რუმინეთი (2.050)

2005 წლის მიხედვით მალმეს ჰქონდა უცხოელების სიდიდით შვედეთის მასშტაბით მესამე მაჩვენებელი.[11] 2007 წელს მალმეში ცხოვრობდა 171 ეროვნების წარმომადგენელი.

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

ქალაქი მოიცავს ბევრ ისტორიულ შენობას და პარკს. ძველ განაშენიანებაში ჭარბობს ერთსართულიანი სახლები. მალმეში არის გოტიკური სანქტ-პეტრიჩიურკის ტაძარი (1314), მალმეჰუსი (XV-XVI სს), რატუშა (1546), კრემატორიუმი (1943), ქალაქის თეატრი (1944), სტადიონი (1958), საცურაო აუზი (1959).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 Tätorter 2010 Swedish with English summary (pdf). Statistics Sweden. ციტირების თარიღი: 2011-09-26.
  2. Necmi Incegül. Statistik om Malmö - Malmö stad. Malmo.se. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 2011-09-15.
  3. (Statistics Sweden) Storstadsområden (შვედურად) Definitions of Metropolitan Areas in Sweden. Retrieved on 2008‑10‑12.
  4. (Statistics Sweden) Folkmängd i riket, län och kommuner 30 juni 2011 och befolkningsförändringar första halvåret 2011 (შვედურად) Retrieved on 2011‑10‑19.
  5. (Statistics Sweden) Kommunarealer den 1 January 2008 (შვედურად) Municipalities in Sweden and their areas, as of 1 January 2014. Retrieved on 2014‑10‑12.
  6. by Grist. (2007-07-19) 15 Green Cities. Grist. ციტირების თარიღი: 2011-09-15.
  7. Nationalencyklopedin, Article Malmö
  8. Befolkningsprognos för Malmö se. Malmö Stad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2007‑12‑29.
  9. Malmöbor med utländsk bakgrund. Malmö stad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-16. ციტირების თარიღი: 2010‑05‑28.
  10. Malmöbor födda i utlandet, 1 January 2010. Malmö stad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 2011‑06‑30.
  11. 1: ჰაპარანდის მუნიციპალიტეტი (40%), 2: ბოტკირკის მუნიციპალიტეტი (33%) 3: მალმეს მუნიციპალიტეტი (25%), 4: სედერტელხეს მუნიციპალიტეტი (25%), 5: ჰადინგის მუნიციპალიტეტი (22%) (შვედურად) MALMÖBOR MED UTLÄNDSK BAKGRUND 1 January 2006 დაარქივებული 20 March 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები . All figures as of 2006.