პრეტენდენტთა IV ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
პრეტენდენტთა IV ტურნირი. 28 ოქტომბერი - 25 ნოემბერი 1961. ვრნიაჩკა-ბანია
მონაწილეთა შერჩევა მოხდა ზონალურ ტურნირებში. პერსონალურად იყვნენ მოწვეულნი: ლარისა ვოლპერტი და კირა ზვორიკინა. სსრ კავშირის ზონიდან ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვეს ვალენტინა ბორისენკომ, ტატიანა ზატულოვსკაიამ და ნონა გაფრინდაშვილმა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ მთელი ტურნირის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც დაუმარცხებლად განვლო ტურნირი და მთელი ორი ქულით ჩამოიტოვა უახლოესი მდევარი ვალენტინა ბორისენკო.
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ნონა გაფრინდაშვილი | 1 | = | = | 1 | 1 | 1 | 1 | = | 1 | 1 | = | = | = | 1 | 1 | 1 | 13 | |
2 | ვალენტინა ბორისენკო | 0 | 0 | = | 1 | 1 | 1 | = | 1 | = | = | = | = | 1 | 1 | 1 | 1 | 11 | |
3 | კირა ზვორიკინა | = | 1 | = | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | = | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 1 | 1 | 10 | |
4 | ვერიცა ნედელკოვიჩი | = | = | = | 0 | 0 | = | = | 1 | = | = | 1 | = | = | 1 | 1 | 1 | 9,5 | |
5 | მილუნკა ლაზარევიჩი | 0 | 0 | 0 | 1 | 1 | 0 | = | 1 | 1 | 0 | = | 1 | 1 | 1 | 1 | = | 9,5 | |
6 | ტატიანა ზატულოვსკაია | 0 | 0 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | = | 0 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 9,5 | |
7 | ალექსანდრა ნიკოლაუ | 0 | 0 | 1 | = | 1 | 0 | 1 | 1 | = | = | = | = | 0 | 1 | = | 1 | 9 | |
8 | ლარისა ვოლპერტი | 0 | = | 0 | = | = | 1 | 0 | 1 | 1 | = | 0 | 1 | 1 | 0 | 1 | 1 | 9 | |
9 | ევა კარაკაში | = | 0 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 1 | = | 1 | 1 | = | = | 1 | 1 | 9 | |
10 | ელიზაბეტა პოლიქრონიადე | 0 | = | = | = | 0 | = | = | 0 | 0 | 1 | 1 | = | 1 | 0 | 1 | 1 | 8 | |
11 | ჰენრიეტა კონარკოვსკა | 0 | = | 0 | = | 1 | 1 | = | = | = | 0 | = | 0 | = | = | = | = | 7 | |
12 | შანტალ შოდე დე სილანი | = | = | = | 0 | = | 0 | = | 1 | 0 | 0 | = | 1 | 0 | = | 0 | = | 6 | |
13 | გიზელა გრესერი | = | = | 0 | = | 0 | 0 | = | 0 | 0 | = | 1 | 0 | 1 | 1 | = | 0 | 6 | |
14 | ლიზა ლეინი | = | 0 | 0 | = | 0 | 0 | 1 | 0 | = | 0 | = | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 6 | |
15 | ფენი ჰეემსკერკი | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | = | 1 | = | = | 0 | 0 | 0 | 1 | 5,5 | |
16 | ფრიდლ რიდერი | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | = | 0 | 0 | 0 | = | 1 | = | 1 | 1 | 1 | 5,5 | |
17 | სანდაგდორ ჰანდსურენი | 0 | 0 | 0 | 0 | = | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | = | = | 1 | 0 | 0 | 0 | 2,5 |