ზონალური ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზონალური ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთ შორის — ტურნირი შემოღებულია 1950 წელს ფიდეს 21-ე კონგრესზე, რომელიც კოპენჰაგენში ჩატარდა. ეს ტურნირები არჩევდა მოჭადრაკეებს ჯერ პრეტენდენტთა (1966 წლამდე), ხოლო შემდეგ საზონათშორისო ტურნირებისათვის (1969 წლიდან). ამისათვის (და სხვა საკითხების მოსაგვარებლად) ფიდეს მსოფლიო დაყოფილი ჰქონდა 14 ზონებად. 1992 წლამდე სსრ კავშირს ჰქონდა საკუთრი IV ზონა (შემდეგ ეს ზონა დაიყო რამდენიმე ქვეზონად). ზონალურ ტურნირებში მონაწილეობდნენ ზონაში შემავალი ქვეყნების უძლიერესი მოჭადრაკეები და ერთწრიან ტურნირში არკვევდნენ შემდეგ ეტაპზე გამსვლელ მოჭადრაკეთა ვინაობას.

სსრ კავშირის ზონალურ ტურნირად ითვლებოდა ქვეყნის ის ჩემპიონატები, რომლებიც იწყებდნენ ახალ საჩემპიონო ციკლს. ეს იყო 1951, 1954, 1957, 1960, 1963,1966, 1969, 1972, 1975, 1986 და 1988 წლების ჩემპიონატები. სამჯერ (1978, 1981, 1985 წლებში) ჩატარდა სპეციალური ზონალური ტურნირი.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ეს ზონაც დაიშალა და 1993 წელს თბილისში ჩატარდა ზონალური ტურნირი საქართველოსა და სომხეთის მოჭადრაკეების მონაწილეობით.

# წელი ჩატარების ადგილი ტურნირი
I 1951 კიევი სსრ კავშირის XI ჩემპიონატი
II 1954 კრასნოდარი სსრ კავშირის XIV ჩემპიონატი
III 1957 ვილნიუსი სსრ კავშირის XVII ჩემპიონატი
IV 1960 რიგა სსრ კავშირის XX ჩემპიონატი
V 1963 ბაქო სსრ კავშირის XXIII ჩემპიონატი
VI 1966 კიევი სსრ კავშირის XXVI ჩემპიონატი
VII 1969 გორი სსრ კავშირის XXIX ჩემპიონატი
VIII 1972 ტოლიატი სსრ კავშირის XXXII ჩემპიონატი
IX 1975 ფრუნზე სსრ კავშირის XXXV ჩემპიონატი
X 1978 ფრუნზე I ზონალური ტურნირი
XI 1981 ლენინგრადი II ზონალური ტურნირი
XII 1985 ჩერნიგოვი III ზონალური ტურნირი
XIII 1986 ფრუნზე სსრ კავშირის XLVI ჩემპიონატი
XIV 1988 ალმა-ატა სსრ კავშირის XLVIII ჩემპიონატი
XV 1993 თბილისი IV ზონალური ტურნირი

ჩვენ აქ ვეხებით მხოლოდ იმ ზონებს. სადაც თამაშობდნენ ქართველი მოჭადრაკეები.