სსრ კავშირის XXVI ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

(გადამისამართდა გვერდიდან სსრ კავშირის XXVI ჩემპიონატი)

სსრ კავშირის XXVI ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის გაიმართა 1966 წლის ნოემბერ-დეკემბერში, კიევში. იგი იმავდროულად წარმოადგენდა მსოფლიო ჩემპიონატის ზონალურ ტურნირს.

ნახევარფინალური ტურნირები ჩატარდა კიევში, ნოვოსიბირსკში, სევასტოპოლში და პეტროზავოდსკში. ფინალში გადიოდა 3-3 საუკეთესო. პერსონალურად მოწვეული იყვნენ ელისაბედ ბიკოვა, მაია რანიკუ, ტატიანა ზატულოვსკაია და ვალენტინა კოზლოვსკაია. საკანდიდატო სიით დაუშვეს ც. კახაბრიშვილი, ლ. იდელჩიკი, ა. ჩაიკოვსკაია და ა. კისლოვა.

მასპინძლის უფლებით თამაშობდა ნ. მოროზოვა. სტარტზე ორი დამარცხების შემდეგ 17 წლის ნანა ალექსანდრიამ ზედიზედ მოიგო 6 პარტია და ტურნირის ბოლომდე აღარ გაუშვია ლიდერობა. ალექსანდრია პირველად გახდა სსრ კავშირის ჩემპიონი. პრეტენდენტთა საგზურები ნანასთან ერთად მოიპოვეს კისლოვამ და კოზლოვსკაიამ (ზატულოვსკაიას ეს უფლება ადრე ჰქონდა მოპოვებული).

ტურნირების ცხრილირედაქტირება

მოჭადრაკე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
1 ნანა ალექსანდრია   1 = 0 = 0 0 1 1 1 1 1 1 1 0 1 1 1 1 1 14
2 ალექსანდრა კისლოვა 0   = 0 1 1 1 1 1 1 = 1 = = = 1 = 1 = 1 13,5
3 ტატიანა ზატულოვსკაია = =   = = 1 = = 1 1 = 1 = = 1 = = = 1 1 13
4 ვალენტინა კოზლოვსკაია 1 1 =   0 0 1 0 = 1 = = 0 1 1 = 1 1 1 1 12,5
5 ელენე ფატალიბეკოვა = 0 = 1   1 = = = = 0 1 1 1 1 = 0 0 1 1 11,5
6 ალა ჩაიკოვსკაია 1 0 0 1 0   = 1 1 1 1 = 0 0 = = = = 1 1 11
7 ნ. მედიანიკოვა 1 0 = 0 = =   = = 1 = 1 1 = = 1 0 = 0 = 10
8 ლ. იდელჩიკი 0 0 = 1 = 0 =   1 = 1 0 = = 1 0 1 = 1 0 9,5
9 ტ. ბოიახჩანი 0 0 0 = = 0 = 0   1 = 0 1 1 0 1 1 1 0 1 9
10 მაია რანიკუ 0 0 0 0 = 0 0 = 0   0 0 1 1 1 1 1 1 1 1 9
11 გ. არჩკოვა 0 = = = 1 0 = 0 = 1   1 = 0 = = 0 = 0 1 8,5
12 ნ. ვოიცეკი 0 0 0 = 0 = 0 1 1 1 0   0 0 = 0 1 1 1 1 8,5
13 ტ. გოლოვეი 0 = = 1 0 1 0 = 0 0 = 1   = 1 0 0 = 1 = 8,5
14 ტ. მოროზოვა 0 = = 0 0 1 = = 0 0 1 1 =   1 0 = 1 = 0 8,5
15 ელისო კაკაბაძე 1 = 0 0 0 = = 0 1 0 = = 0 0   1 = = = 1 8
16 ა. მუსლიმოვა 0 0 = = = = 0 1 0 0 = 1 1 1 0   1 0 0 = 8
17 კ. სკეგინა 0 = = 0 1 = 1 0 0 0 1 0 1 = = 0   = = = 8
18 ელისაბედ ბიკოვა 0 0 = 0 1 = = = 0 0 = 0 = 0 = 1 =   1 = 7,5
19 ციცინო კახაბრიშვილი 0 = 0 0 0 0 1 0 1 0 1 0 0 = = 1 = 0   = 6,5
20 ვ. ტიხომიროვა 0 0 0 0 0 0 = 1 0 0 0 0 = 1 0 = = = =   5