პრეტენდენტთა VII ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
პრეტენდენტთა VII ტურნირი. 1 - 22 თებერვალი 1986. მალმიო
გაიმართა მალმიოში. მონაწილეთა შერჩევა მოხდა საზონათშორისო ტურნირების ექვსი გამარჯვებული და წინა პრეტენდენტთა ტურნირის ორივე ფინალისტი: ირინა ლევიტინა და ლიდია სემიონოვა. ტურნირი ორ წრედ გაიმართა. პირველი წრე კარგად ჩაატარა მარტა ლიტინსკაიამ, რომელიც 6 ქულით ლიდერობდა კიდეც, მაგრამ მეორე წრეში მხოლოდ ორი ქულა შემატა თავის აქტივს. შედარებით ჩაუვარდა პირველი წრე ნანა ალექსანდრიას, რომელმაც მხოლოდ 3,5 ქულის დაგროვება შეძლო, რამაც იქონია კიდეც გავლენა საბოლოო შედეგზე. ყველაზე სტაბილურად გამოვიდა ელენა ახმილოვსკაია, რომელმაც მოიპოვა კიდეც მსოფლიოს ჩემპიონთან მატჩის გამართვის უფლება.
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ელენა ახმილოვსკაია | 0,= | =,0 | 1,= | 1,= | 1,= | 1,1 | 1,1 | 9,5 | |
2 | ნანა ალექსანდრია | 1,= | 0,1 | 1,0 | 0,1 | =,1 | 0,1 | 1,1 | 9 | |
3 | მარტა ლიტინსკაია | =,1 | 1,0 | 1,0 | 1,0 | 1,0 | =,0 | 1,1 | 8 | |
4 | პია კრამლინგი | 0,= | 0,1 | 0,1 | 1,1 | =,0 | 1,= | 0,= | 7 | |
5 | ლიდია სემიონოვა | 0,= | 1,0 | 0,1 | 0,0 | 1,= | =,1 | 1,= | 7 | |
6 | აგნეშკა ბრუსტმანი | 0,= | =,0 | 0,1 | =,1 | 0,= | 0,1 | =,1 | 6,5 | |
7 | ირინა ლევიტინა | 0,0 | 1,0 | =,1 | 0,= | =,0 | 1,0 | 1,= | 6 | |
8 | უ მინ ციანი | 0,0 | 0,0 | 0,0 | 1,= | 0,= | =,0 | 0,= | 3 |