პრეტენდენტთა IX ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
პრეტენდენტთა IX ტურნირი. 6-16 ოქტომბერი 1990. ბორჯომი
ბორჯომში რვა მოჭადრაკე შეიკრიბა. აქ იყვნენ წინა პრეტენდენტთა ციკლის ფინალისტები და საზონათშორისო ტურნირების ექვსი გამარჯვებული. ტურნირი ერთ წრედ ჩატარდა და ერთგვარად უკმარისობის გრძნობა დატოვა. თითოეულ პარტიას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ტურნირის ბოლო ტურამდე ქართველ მოჭადრაკეებს გამარჯვების მშვენიერი შანსები ჰქონდათ, მაგრამ ბოლო ტურში ნანა იოსელიანიც (სიე ძიუნთან) და ნონა გაფრინდაშვილიც (ალისა მარიჩთან) დამარცხდნენ და საბოლოოდ სტუმრებმა, ალისა მარიჩმა და სიე ძიუნმა გაიმარჯვეს.
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | სიე ძიუნი | 1 | 0 | 1 | 1 | 1 | 0 | = | 4,5 | |
2 | ალისა მარიჩი | 0 | 1 | = | 1 | = | 1 | = | 4,5 | |
3 | ალისა გალიამოვა | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | = | = | 4 | |
4 | ნანა იოსელიანი | 0 | = | 1 | = | = | = | 1 | 4 | |
5 | ნონა გაფრინდაშვილი | 0 | 0 | 0 | = | 1 | 1 | 1 | 3,5 | |
6 | ელენა ახმილოვსკაია | 0 | = | 0 | = | 0 | 1 | 1 | 3 | |
7 | ქეთევან კახიანი | 1 | 0 | = | = | 0 | 0 | = | 2,5 | |
8 | ელიშკა კლიმოვა-რიჰტეროვა | = | = | = | 0 | 0 | 0 | = | 2 |
პრეტენდენტთა ფინალური მატჩი.
თებერვალი 1990 ბელგრადი, პეკინი სიე ძიუნი - ალისა მარიჩი 4,5 - 2,5
მატჩი, რომელიც ბელგრადსა და პეკინში გაიმართა, ჩინელი მოჭადრაკის გამარჯვებით დასრულდა. ბოლო ხანებში ჩინელთა წინსვლა საგრძნობი იყო და მათ შემდგომშიც არაერთხელ დაამტკიცეს თავისი ძალა, მაგრამ მაშინ ბორჯომში მოკლე დისტანციამ აშკარად ხელი შეუწყო სიე ძიუნისა და მარიჩის გამარჯვებას.
ა | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | სიე ძიუნი | 1 | = | 0 | 1 | = | = | 1 | * | 4,5 | |
2 | ალისა მარიჩი | 0 | = | 1 | 0 | = | = | 0 | * | 2,5 |