ლუგანო
ლუგანო — ქალაქი სამხრეთ შვეიცარიაში, იტალიურენოვან ტიჩინოს კანტონში, იტალიის საზღვართან. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 54 667 ადამიანს შეადგენს, ურბანული აგლომერაციის კი 145 000-ს. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, წარმოადგენს შვეიცარიის მე-9 ქალაქს და იტალიის ფარგლებს გარეთ არსებულ უდიდეს იტალიურენოვან ქალაქს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლუგანო იტალ. Lugano | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
კანტონი | ტიჩინო | ||||
შიდა დაყოფა | Lugano West Subdistrict, Lugano East Subdistrict და Lugano North Subdistrict | ||||
კოორდინატები | 46°00′00″ ჩ. გ. 8°57′00″ ა. გ. / 46.00000° ჩ. გ. 8.95000° ა. გ. | ||||
მმართველი | Marco Borradori და Michele Foletti | ||||
ფართობი | 32,09 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 273 მ | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 54 667 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 1 708 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 145 000 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 091 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6900 | ||||
საავტომობილო კოდი | TI | ||||
ოფიციალური საიტი | lugano.ch | ||||
გაშენებულია ლუგანოს ტბის ნაპირებზე. მისი თბილი კლიმატი მრავალ ადამიანს იზიდავს, ბოლო წლებში კი განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებს. ხშირად მას ზედმეტსახელად „შვეიცარიის მონტე-კარლოს“ უწოდებენ.[1][2]
ისტორია
რედაქტირებაუკვე IX საუკუნეში, ლუგანო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. იტალიურ ომებში, 1512 წელს ქალაქი შვეიცარიის კავშირს გადაეცა. საფრანგეთის რევოლუციის დროს, ლუგანო იგივე ჰელვეციის რესპუბლიკაში შედიოდა და თავისივე სახელწოდების კანტონის მთავარი ქალაქი იყო. 1803 წელს ის ტიჩინოს კანტონს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ 1881 წელს ადმინისტრაციული უფლებები ქალაქ ბელინცონას გადაეცა, ლუგანო მაინც დარჩა პოლიტიკური, კულტურული, ვაჭრობისა და კომერციის ცენტრად.
დემოგრაფიული ისტორია
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website დაარქივებული 2009-11-24 საიტზე Wayback Machine.
- Lugano Tourism
- ლუგანო, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Svizzera – Lugano – Guida alle città svizzere Italian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 24 November 2008.
- ↑ Hôtels à Lugano French. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 24 November 2008.