ლუგანოს ტბა
ლუგანოს ტბა (იტალ. Lago di Lugano ან Ceresio) — მყინვარული ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ შვეიცარიაში, იტალია-შვეიცარიის საზღვარზე. სახელი ეწოდა ქალაქ ლუგანოსგან, რომელიც კომოსა და ლაგო-მაჯორეს ტბებს შორის მდებარეობს. ახ. წ. 590 წელს, გრიგოლ ტურელმა მას კერეზიო უწოდა,[1] სახელი, რომელიც როგორც მიაჩნიათ ლათინური სიტყვა cerasus-სგან მომდინარეობს და ალუბალს მიშნავს, რაც მიუთითებს ალუბლის ხეების სიუხვეზე, რომლებიც ერთ დროს უხვად ყოფილა გავრცელებული ტბის სანაპიროებზე.[2] 804 წლის დოკუმენტში ტბა ლაკო-ლუნასკოს (Laco Luanasco) სახელით გამოჩნდა.[1]
ლუგანო | |
---|---|
Lago di Lugano | |
კოორდინატები: 45°59′ ჩ. გ. 8°58′ ა. გ. / 45.983° ჩ. გ. 8.967° ა. გ. | |
მდებარეობა | იტალია შვეიცარია |
ფართობი | 48,7 კმ² |
საშუალო სიღრმე | 134 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 288 მ |
აუზის ფართობი | 565,6 კმ² |
გამომდინარე მდინარე | ტრეზა |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ტბის ფართობი 48,7 კმ²-ია, საიდანაც 63% შვეიცარიის ტერიტორიაზე მდებარეობს, 37% კი იტალიის. საშუალო სიგანე დაახლოებით 1 კმ-ია, სიღრმე — 288 მ და ის ჩრდილოეთ ნაწილში ფიქსირდება.
1848 წელს მიდლესა და ბისონეს მუნიუციპალიტეტებს შორის აშენდა მიდლეს დამბა. ამ მონაკვეთში გადის ავტომაგისტრალი და გოტარდის რკინიგზა, რომლებიც ერთმანეთთან ლუგანოს და კიასოს აკავშირებს. დამბა ერთმანეთისგან ყოფს ჩრდილოეთისა და სამხრეთის აუზებს.
ტბის სანაპიროებზე გადაჭიმულია ტურისტებში პოპულარული მთები — მონტე-ბრე (925 მ), მონტე-სან-სალვატორე (912 მ) და მონტე-ჯენეროზო (1 701 მ). ტბისგან სამხრეთით მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მონტე-სან-ჯორჯიო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Lake Lugano Navigation Company (იტალიური) -- Includes timetables
- Legambiente
- CIPAIS Commissione Internazionale per la Protezione delle Acque Italo-Svizzere დაარქივებული 2009-04-14 საიტზე Wayback Machine. (იტალიური) limnologic reports
- Convenzione del 2 dicembre 1992 fra la Svizzera e l’Italia per la disciplina della navigazione sul lago Maggiore e sul lago di Lugano (con R e all.) (იტალიური) (გერმანული) (ფრანგული) შეთანხმება ნავიგაციაზე
- Convenzione del 19 marzo 1986 tra la Confederazione Svizzera e la Repubblica Italiana per la pesca nelle acque italo-svizzere (იტალიური) (გერმანული) (ფრანგული) შეთანხმება თვზაობაზე
- Waterlevels at Ponte Tresa დაარქივებული 2008-06-05 საიტზე Wayback Machine. from the Federal Office for the Environment
- Waterlevels at Melide, Ferrera დაარქივებული 2009-10-04 საიტზე Wayback Machine. from the Federal Office for the Environment
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Historic Dictionary of Switzerland - Lake Lugano. ციტირების თარიღი: 2008-11-23. (in Italian)
- ↑ Il Gommone: Itinerari - Il Lago dei Ciliegi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-06. ციტირების თარიღი: 2008-11-22. (in Italian)