ლაგო-მაჯორე
ლაგო-მაჯორე (იტალ. Lago Maggiore ან Verbano; ლათ. Lacus Verbanus) — დიდი ტბა ალპების სამხრეთ ნაწილში, შვეიცარია-იტალიის საზღვარზე. იგი იტალიის სიდიდით მეორე და სამხრეთ შვეიცარიის პირველი ტბაა. ლაგო-მაჯორე იტალიის ალპების მთისწინეთის სამი დიდი ტბიდან ყველაზე დასავლეთით მდებარეობს და იშლება 70 კმ-ზე ლოკარნოსა და არონას შორის.
ლაგო-მაჯორე | |
---|---|
Lago Maggiore | |
კოორდინატები: 45°57′ ჩ. გ. 8°38′ ა. გ. / 45.950° ჩ. გ. 8.633° ა. გ. | |
მდებარეობა | იტალია შვეიცარია |
სიგრძე | 66 კმ |
სიგანე | 10 კმ |
ფართობი | 213 კმ² |
საშუალო სიღრმე | 177,4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 372 მ |
აუზის ფართობი | 6 599 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ტიჩინო, მაჯია, ტოჩე, ტრეზა |
გამომდინარე მდინარე | ტიჩინო |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ზამთარშიც და ზაფხულშიც კლიმატი რბილია, რაც ხელს უწყობს ხმელთაშუაზღვიური მცენარეულობის გავრცელებას. ულამაზეს ბაღებში იზრდება იშვიათი და ეგზოტიკური მცენარეები.
გეოგრაფია
რედაქტირებატბის სიგრძე 68 კმ-ია, სიგანე კი 3-დან 5 კმ-მდე იცვლება, გარდა იმ ყურისა, რომელიც ქალაქ პალანცასა და სტრეზას შორის იშლება, აქ სიგანე 10 კმ-ს აღწევს. სიგრძით ლაგო-მაჯორე იტალიის ყველა სხვა ტბას აღემატება, მაგრამ ზედაპირის ფართობით მხოლოდ გარდას ტბას ჩამორჩება. ტბის სიღრმე მნიშვნელოვნად იცვლება, მაგრამ მისი ქვაბული თითქმის ყველა მონაკვეთში ზღვის დონეზე არანაკლებ 179 მეტრით დაბლა მდებარეობს. მას საკმაოდ დაკლაკნილი ფორმა აქვს, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე წერტილიდანაა ტბის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილის ერთი თვალის გადავლებით დანახვა. საკმაოდ პეიზაჟურია ტბის მიდამოები. ზემო ნაწილში ჭარბობს ალპები, შუა ნაწილი ბორცვებს შორისაა გაწოლილი, ქვემო ნაწილში კი დომინირებს ლომბარდიის ვაკე.[1]
ტბის ქვაბული ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა და მისი ფართობი 37კმ³-ია, ზედაპირის ფართობი კი 213 კმ². ჩამდინარე მთავარი მდინარეებია ტიჩინო, მაჯია, ტოჩე და ტრეზა. გამოსვლით კი კვლავ გამოედინება მდინარე ტიჩინო, რომელიც შემდეგ პოს ერწყმის.
ტბის დაკბილული სანაპირო გარშემორტყმულია ლეპონტის ალპებით. აღმოსავლეთ ნაპირი პიემონტის რეგიონს მიეკუთვნება, დასავლეთი — ლომბარდიას, უკიდურესი ჩრდილოეთი კი შვეიცარიის ტიჩინოს კანტონს, სადაც მოქცეულია ტბის ზღვის დონიდან მაქსიმალურად დაბლა მდებარე მონაკვეთი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- CIPAIS Commissione Internazionale per la Protezione delle Acque Italo-Svizzere დაარქივებული 2009-04-14 საიტზე Wayback Machine. (იტალიური) limnologic reports on the Lake Maggiore and Lake Lugano
- 360° information Lake Maggiore
- Informations over the lake
- Official Tourism Gateway[მკვდარი ბმული] Lake Maggiore Official Tourism Gateway
- Ferry Services on Italian Lakes - Lake Maggiore დაარქივებული 2007-05-19 საიტზე Wayback Machine.
- Sacro Monte di Ghiffa დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Magazzeno Storico Verbanese (იტალიური) Historical bibliography on the region
- Waterlevels at Brissago დაარქივებული 2009-09-10 საიტზე Wayback Machine. from the Federal Office for the Environment
- Waterlevels at Locarno დაარქივებული 2009-12-07 საიტზე Wayback Machine. from the Federal Office for the Environment
- Verbanofun დაარქივებული 2008-04-06 საიტზე Wayback Machine. Luino Webcam Meteo News
- Monate's lake canned peaches დაარქივებული 2020-11-28 საიტზე Wayback Machine. Le pesche del lago di Monate