გარდა (იტალ. Lago di Garda ან Benaco) — იტალიის უდიდესი ტბა. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბრეშასა და ვერონას, ასევე ვენეციასა და მილანს შორის. ამ რეგიონში მყინვარები ბოლო გამყინვარების დასასრულს ჩამოყალიბდა. ტბა და მისი სანაპირო ზოლი ვერონის, ბრეშისა და ტრენტოს პროვინციებს შორის იყოფა. ტბა ადვილად მისაღწევია ჩრდილოეთიდან, ბრენერის უღელტეხილის გავლით, რის გამოც ის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მის სანაპიროებზე განლაგებულია მრავალი პირველხარისხოვანი სასტუმრო და კურორტი.

გარდა
Lago di Garda
კოორდინატები: 45°38′ ჩ. გ. 10°40′ ა. გ. / 45.633° ჩ. გ. 10.667° ა. გ. / 45.633; 10.667
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სიგრძე 51,9 კმ
სიგანე 16,7 კმ
ფართობი 369,98 კმ²
საშუალო სიღრმე 346 
მაქსიმალური სიღრმე 136 
აუზის ფართობი 2 350 კმ²
ჩამდინარე მდინარეები სარკა
გამომდინარე მდინარე მინჩო
გარდა (ტბა) — იტალია
გარდა (ტბა)
მედიაფაილები ვიკისაწყობში

გეოგრაფია

რედაქტირება

ტბის ჩრდილოეთი ნაწილი ყველაზე ვიწროა და გარსშემორტყმულია მთებით, რომელთა უმრავლესობას გრუპო-დელ-ბალდოს მასივს მიეკუთვნება. ტბის მოხაზულობა ტიპიურია მორენული ხეობისთვის და სავარაუდოდ ჩამოყალიბდა მყინვარების ზემოქმედებით პალეოლითის ხანაში. მიუხედავად იმისა, რომ მყინვართა ნაკვალების ხილვა დღეასაცაა შესაძლებელი, ბოლო წლებში განიხილავენ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც მყინვარებს უფრო წინ არსებული დეპრესია ეკავათ, რომელიც დინების ეროზიამ შექმნა 5-6 მლნ წლის წინ.

ტბაში მრავალი პატარა კუნძული მდებარეობს, ამათგან უმთავრესი ხუთია, რომელთა შორისაც უდიდესია იზოლა-დელ-გარდა. მასთან ახლოს, სამხრეთით, მდებარეობს იზოლა-სან-ბიაჯო, იგივე იზოლა-დეე-კონიგლი (კურდღლების კუნძული). ორივე მათგანის სიახლოვეს, დასავლეთით მდებარეობს კუნძული სან-ფელიჩე-დელ-ბენაკო. ტბაში ჩამდინარე მთავარი მდინარეა სარკა, გამოსვლით კი მხოლოდ ერთი გამოდის — მინჩო.

კურორტები და ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ტბის სამხრეთით მდებარეობდა უძველესი თავდაცვითი ქალაქი სირმიონე, რომელიც დღეს განსაკუთრებით პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. აქ განლაგებულია მრავალი სასტუმრო, რესტორანი, ბარი, მოდის სალონი თუ მაღაზია. თვალწარმტაცი სკალიგერის ციხესიმაგრე XIII საუკუნით თარიღდება. აქ ვილა ჰქონდა რომაელ პოეტ კატულს. მნახველებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ რომაული აბანოს ნანგრევები, რომელსაც გროტე-დი-კატულო ეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებონს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ამ შენობას პოეტს დაუკავშირებდა. ტბაში შეჭრილი ნახევარუკუნძულის წვერზე გამოედინება გოგირდის წყაროები, რომელსაც ლორწოვანი გარსის ანთების სამკურნალოდ იყენებენ. მის სიახლოვეს მდებარეობს გარდალენდი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თემატური პარკი იტალიაში.

ტბის პამორამა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: