პიემონტი (იტალ. Piemonte) — რეგიონი იტალიის ჩრდილოეთში. მისი ფართობი 25 402 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით დაახლოებით 4,4 მლნ ადამიანს შეადგენს. დედაქალაქია ტურინი. მთავარი ადგილობრივი ენაა პიემონტური. კუენოსა და ტურინის პროვინციებში მდებარე ოქსიტანის ხეობაში ასევე ლაპარაკობენ ოქსიტანურ ენაზე.

რეგიონი
პიემონტი
Piedmont
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი ტურინი
შიდა დაყოფა ალესანდრიის პროვინცია, ასტის პროვინცია, ბიელა, კუნეოს პროვინცია, ნოვარის პროვინცია, ტურინის პროვინცია[1] [2] , ვერბანო-კუზო-ოსოლის პროვინცია, ვერჩელის პროვინცია და Metropolitan City of Turin[1] [2]
კოორდინატები 45°15′00″ ჩ. გ. 7°55′00″ ა. გ. / 45.25000° ჩ. გ. 7.91667° ა. გ. / 45.25000; 7.91667
მმართველი Alberto Cirio
დაარსდა 1970
ფართობი 25 402 კმ²
მოსახლეობა 4 456 532 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 175,4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი regione.piemonte.it

პიემონტს სამი მხრიდან გარს ალპები არტყავს. ესაზღვრება საფრანგეთსა და შვეიცარიას, ასევე იტალიის შემდეგ რეგიონებს: ლომბარდიას, ლიგურიას, ვალ-დ-აოსტას და ძალიან მცირე საზღვრით ემილია-რომანიას. რეგიონის ტერიტორიის 43,3% მთიანია, 30,3% გორაკ-ბორცვებს უჭირავს, 26,4% კი ვაკეებს. პიემონტი იტალიის რეგიონებს შორის სიდიდით მეორეა, სიცილიის შემდეგ.

პიემონტში მდებარეობს პოს ნაყოფიერი ხეობა, აქ განვითარებულია მანქანათმშენებლობის ინდუსტრია (ფიატი).

სახელის წარმოშობა

რედაქტირება

პიემონტის სახელი მოდის შუა საუკუნეების ლათინური სიტყვიდან Pedemontium ან Pedemontis, ანუ, ad pedem montium, რაც ნიშნავს „მთის ძირს“ (იგულისხმება ალპები); ეს სახელი დასტურდება XII საუკუნის ბოლო პერიოდის დოკუმენტებში.[3]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

პიემონტის რეგიონი ადმინისტრაციულად 8 პროვინციად იყოფა:

 
პიემონტის პროვინციები
პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე (ად./კმ²)
ალესანდრიის პროვინცია 3 560 438 062 123,1
ასტის პროვინცია 1 504 219 629 146
ბიელის პროვინცია 913 187 090 204,9
კუნეოს პროვინცია 6 903 584 467 84,7
ნოვარის პროვინცია 1 339 365 156 272,7
ტურინის პროვინცია 6 821 2 288 614 335,5
ვერბანო-კუზიო-ოსოლის პროვინცია 2 255 162 618 72,1
ვერჩელის პროვინცია 2 088 179 164 85,8

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 http://www.gazzettaufficiale.it/eli/id/2014/4/7/14G00069/sg
  2. 2.0 2.1 https://web.archive.org/web/20141203050730/http://www.gazzettaufficiale.it/eli/id/2014/4/7/14G00069/sg
  3. italiano, Touring club (15 June 1976). Piemonte (non compresa Torino). Touring Editore. p. 11. ISBN 9788836500017 – via Google Books.