სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლიგურია (მრავალმნიშვნელოვანი).

ლიგურია (Liguria) — ჩრდილო-დასავლეთ იტალიის სანაპირო რეგიონი გენუის ყურესთან. წარმოადგენს იტალიის მესამე ყველაზე პატარა რეგიონს. დედაქალაქია გენუა. მოიცავს იტალიური რივიერის კურორტებს, რომლებიც პოპულარულია ტურისტებში თავის ულამაზესი პლაჟებით, თვალწარმტაცი პატარა ქალაქებითა და კარგი სამზარეულოთი.

რეგიონი
ლიგურია
Liguria
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი გენუა
შიდა დაყოფა გენუის პროვინცია, იმპერიის პროვინცია, სპეციის პროვინცია, სავონის პროვინცია და Metropolitan City of Genoa
კოორდინატები 44°27′00″ ჩ. გ. 8°46′00″ ა. გ. / 44.45000° ჩ. გ. 8.76667° ა. გ. / 44.45000; 8.76667
მმართველი Marco Bucci
დაარსდა 1970
ფართობი 5 422 კმ²
მოსახლეობა 1 617 000 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 298,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი regione.liguria.it

გეოგრაფია

რედაქტირება

ლიგურიას დასავლეთით საფრანგეთი ესაზღვრება, ჩრდილოეთით — პიემონტის რეგიონი, აღმოსავლეთით — ემილია-რომანია და ტოსკანა. გადაჭიმულია ლიგურიის ზღვის სანაპიროზე და წარმოადგენს ხმელეთის ვიწრო ზოლს, რომელსაც ესაზღვრება ზღვა და ალპებისა და აპენინის მთები, რომელთა ზოგიერთი მწვერვალიც სიმაღლეში 2000 მეტრს აღწევს.

 
ჩინკვე-ტერე

ლიგურიის ფართობი მხოლოდ 5 422 კმ²-ია, რაც მთელი იტალიის ფართობის 1.18%-ია. აქედან, 3 524,08 კმ² მთიანია (65%) და 891,95 კმ² გორაკ-ბორცვიანი (35%). ლიგურიის ბუნებრივი ნაკრძალები რეგიონის 12%-ს მოიცავს ( 60 000 ჰა) და შედგება ერთი როვნული ნაკრძალის, ექვსი მოზრდილო პარკის, ორი მცირე პარკის და სამი ბუნების ნაკრძალისგან.

კონტინენტური შელფი საკმაოდ ვიწროა და ფრიალო კლდეები პირდაპირ ზღვაში ეშვება მისი 315 კმ-იანი სანაპირო ზოლის გასწვრივ. დიდი მდინარეების შესართავებთან, გადაჭიმულია პატარა პლაჟები, მაგრამ არსადაა ღრმა უბეები და ბუნებრივი ნავსადგურები, გარდა გენუისა და სპეციისა.

გორაკების რკალი გადაჭიმულის სანაპირო ზოლის მიღმა, რომელიც ზღვასთან ერთად რბილ კლიმატს განაპირობებს მთელი წლის მანძილზე. ზამთრის საშუალო ტემპერატურაა 7 — 10 °C (45 to 50 °F), ზაფხულის კი 23 — 24 °C (73 to 75 °F). საკმაოდ უხვად მოდის ნალექები, რისი მიზეზიც სანაპიროსთან ძალიან ახლოს მდებარე მთებია, რაც ოროგრაფიულ ეფექტს ქმნის. გენუისა და ლა-სპეციის ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2 000 მმ-ია, დანარჩენ ადგილებში კი შეიმჩნევა ნალექების ნორმალური, ხმელთაშუაზღვიური ნორმა 500 — 800 მმ-ით წელიწადში.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ლიგურიის რეგიონი ადმინისტრაციულად 4 პროვინციად იყოფა:

 

პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე (კაცი/კმ²-ზე)
გენუის პროვინცია 1,838 884,945 481.5
იმპერიის პროვინცია 1,156 220,217 190.5
სპეციის პროვინცია 881 222,602 252.7
სავონის პროვინცია 1,545 265,194 185.2

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება