გენუის პროვინცია
გენუის პროვინცია (იტალ. Provincia di Genova) — პროვინცია იტალიაში, ლიგურიის რეგიონში. დედაქალაქია გენუა.
პროვინციის ფართობი 1 838 კმ²-ია, მოსახლეობა 900 000 (2009). შედგება 67 კომუნისგან.
სახელი ეწოდა მითური, ორთავიანი ბერძნული ღმერთის — გემების მფარველი იანუსისგან. რომელიც ლიგურიულში შევიდა როგორც "knee" (გენუ).
პროვინციაში მრავალი მწვერვალია, რომელთა შორისაც უმაღლესია მაჯორასკა (1804 მ). 67-დან 16 კომუნას გასასვლელი აქვს ზღვაზე.
გენუის პროვინცია 1860 წლის 1 მარტს, სამეფო დეკრეტის საფუძველზე შეიქმნა.
ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი დარგი აგრარული სექტორია, მოყავთ ყურძენი, ზეთისხილი, ატამი, ლიმონი, გარგარი. მრეწველობა ძირითადად თავს იყრის ქალაქ გენუაში.
კომუნები
რედაქტირებაცხრილში მოცემულია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ძირითადი კომუნები:
კომუნა | მოსახლეობა[1] |
---|---|
გენუა | 613 309 |
რაპალო | 30 111 |
კიავარი | 27 827 |
სასტრი-ლევანტე | 18 682 |
ლევანია | 13 059 |
არენცანო | 11 584 |
რეკო | 10 354 |
სანტა-მარგერიტა-ლიგურე | 10 219 |
კოგოლეტო | 9 077 |
სერა-რიკო | 7 855 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ISTAT - Stand: 31. Mai 2005