გარგარი
გარგარი (ლათ. Prúnus armeniáca) — ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხის სიმაღლე 15 მ აღწევს. ფოთოლი ელიფსური ან განიერკვერცხისებრია; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი და ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად გლუვი კანი.
გარგარი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Prúnus armeniáca L. (1753) | |||||||||||||||
სინონიმები[1][2] | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
არასრული მონაცემები IUCN Data Deficient : 50134200 | |||||||||||||||
|
გარგარი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაამტანი მცენარეა. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ მსუბუქ ნიადაგზე. მოსავალს იძლევა მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მოსავლიანობა ყოველწლიურად 8-12 ტონა 1 ჰა-ზე.
გარგარი კულტივირებულია ჩრდილოეთ ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში. გარგარის ნაყოფი შეიცავს შაქრებს (4-20 %), ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს; პექტინოვან ნივთიერებებს (0,38-1,27 %); კაროტინს (10 მგ %-მდე); თესლი — 29-58 % ცხიმს. იყენებენ ნედლად, ჩირად და დაკონსერვებულს (კომპოტი, წვენი და სხვა).
საქართველოში გარგარს კურკოვან კულტურათა ნარგაობის 2 % უკავია. გავრცელებულია უმთავრესად კახეთსა და ქართლში. დასავლეთ საქართველოში ჭარბი ტენის გამო ნაკლებად ხარობს. დარაიონებული ჯიშებია: შალახი, ქართული აღჯანაბადი, ალიპრიალა (ხალხური სელექციით შექმნილი ადგილობრივი ჯიში). გარგარის დაავადებებია: კლასტეროსპრიოზი, ბაქტერიული კიბო, ნაცრისფერი სიდამპლე; მავნებლებია — ცხვირგრძელები და პეწიანები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 694.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Prunus armeniaca", Germplasm Resources Information Network (GRIN) (სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახური (ARS), შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA)), https://npgsweb.ars-grin.gov/gringlobal/taxonomydetail.aspx?id=29841. წაკითხვის თარიღი: 2012-06-22
- ↑ The Plant List, Prunus armeniaca L.