თეთრი
თეთრი — ყველაზე ღია ფერი. ამ ფერისაა რძე, თოვლი, ყინული და ა. შ. მის მოწინააღმდეგე ფერად ითვლება შავი. კომპიუტერებსა და ტელევიზორებში ის შედგენილია ლურჯი, წითელი და ღია მწვანე ფერების შერევის შედეგად. დაბერებისას ადამიანის თმა თეთრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ რომის პაპის ტრადიციული სამოსელი თეთრი ფერისაა. დაოსიზმში თეთრი და შავი ითვლება ერთმანეთის მოწინააღმდეგედ, მაგრამ ისეთ ფერებად, რომელთაც ერთად ყოფნა (კავშირი) შეუძლიათ. თეთრი დროშა ითვლება დანებებისა და იარაღის დაყრის სიმბოლოდ. თეთრი და შავი ფერი ხშირად მოიხსენიება ერთმანეთის მოწინააღმდეგე ფერებად, მათ ადარებენ ნათელსა და ბნელს, დღესა და ღამეს, კარგსა და ცუდს. ძველ ქრისტიანულ ხანაში რომის ეკლესია აქტიურად იყენებდა თეთრ ფერს, ეს ფერი ითვლებოდა სათნოების ფრად, ამ ფერის სამოსელი ჰქონდათ მღდვლებს, თუმცა მოგვიანებით იგი შავმა ჩაანაცვლა. XVIII და XIX საუკუნეებში (ბაროკოს ეპოქა) ეს ფერი იყო დომინანტი. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ეს ფერი იქცა მეტად მოდურად ფრანგი ქალებისათვის. ამავე საუკუნეებში კაცისა და ქალისათვის ამ ფერის ტანსაცმელი იყო სრულიად ნეიტრალური. XX საუკუნეში თეთრი მოძრაობა იყო ბოლშევიკების მთავარი მოწინააღმდეგე.
თეთრი | |
---|---|
ფერის კოორდინატები | |
Hex triplet | #FFFFFF |
sRGB¹ (r, g, b) | (255, 255, 255) |
HSV (h, s, v) | (0°, 0%, 100%) |
CIELChuv (L, C, h) | (100, 0, 0°) |
წყარო | X11 |
1. ნორმალიზაცია [0–255]-თვის (ბაიტი) | |
2. ნორმალიზაცია [0–100]-თვის (ასი) | |
სურათები ვიკისაწყობში |
პოლიტიკაში თეთრი ფერი ძირითად ასოცირდება მონარქიასთან. თეთრი აგრეთვე მნიშვნელოვანი ფერია არქიტექტურაში. ეს ფერი ითვლება სისუფთავის სიმბოლოდ.