რაპალო
რაპალო (იტალ. Rapallo) — საკურორტო ქალაქი (1957 წლიდან) ლიგურიის სანაპიროზე, გენუის სამხრეთ აღმოსავლეთით. მოსახლეობა 30,4 ათ. ადამიანი (2007).
რაპალო ცნობილია 964 წლიდან, როგორც გენუის რესპუბლიკის სასაზღვრო სოფელი. XVI საუკუნეში მეკობრეებისაგან თავდასაცავად სანაპიროზე პირველი ციხესიმაგრე ააშენეს. 1917 წელს რაპალოში გაიმართა ანტანტის ქვეყნების კონფერენცია. 1920 წელს რაპალოში იტალია და იუგოსლავია შეთანხმდნენ ტერიტორიული დავის დარეგულირებაზე, ხოლო 2 წლის შემდეგ აქვე დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა რსფსრ-სა და გერმანიას შორის.