ჩინკვე-ტერე
ჩინკვე-ტერე (იტალ. Cinque Terre - ხუთი მიწა) — იტალიის რივიერის უსწორმასწორო სანაპირო ზოლის მქონე მონაკვეთი. მდებარეობს ლიგურიის რეგიონში, ქალაქ ლა-სპეციის დასავლეთით. შედგება ხუთი სოფლისაგან: მონტეროსო-ალ-მარე, ვერნაცა, კორნილია, მანაროლა და რიომაჯორე. სანაპირო, ხუთივე სოფელი და მიმდებარე გორაკების ფერდები წარმოადგენს ჩინკვე-ტერეს ეროვნული პარკის ნაწილს, რომელიც თავის მხრივ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
პორტოვენერე, ჩინკვე-ტერე და კუნძულები: პალმარია, ტინო, ტინეტო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 44°06′25″ ჩ. გ. 09°43′45″ ა. გ. / 44.10694° ჩ. გ. 9.72917° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 826 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 826 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჩინკვე-ტერე გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული სილამაზით. საუკუნეთა განმავლობაში, მოსახლეობა ამ უსწორმასწორო, ჩაშვებულ რელიეფსა და კლდეებზე, რომლებიც ზღვას გადაჰყურებს ტერასებს აშენებდა. ამ ყველაფრის შარმი იმაში მდგომარეობს, რომ მოკლებულია თანამედროვე განვითარებას. სოფლებს ერთმანეთთან საცხენოსნო ბილიკები, მატარებლები და ნავები აკავშირებს, მანქანით მიდგომა შეუძლებელია.
ჩინკვე-ტერე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
გალერეა
რედაქტირება-
ვერნაცა
-
მანაროლა
-
რიომაჯორე
-
სიყვარულის გზა
-
რიომაჯორეს ქუჩა
-
ვერნაცა
-
მანაროლა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Video of the Cinque Terre
- The Cinque Terre დაარქივებული 2011-06-03 საიტზე Wayback Machine.
- Cinque Terre National Park
- Walking in Cinque Terre დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine.
- Cinque Terre footpaths
- Cinque Terre monuments