ტინეტო
ტინეტო (იტალ. Tinetto) — იტალიის კუნძული ლიგურიის ზღვაში, ლა-სპენზიის ყურის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. შედის ქალაქ პორტოვენერეს სამხრეთით მდებარე სამი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის შემადგენლობაში. ტინეტო სამი კუნძულიდან ყველაზე პატარაა, მდებარეობს კ. ტინოს სამხრეთით.
პორტოვენერე, ჩინკვე-ტერე და კუნძულები: პალმარია, ტინო, ტინეტო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 44°01′24″ ჩ. გ. 9°51′04″ ა. გ. / 44.02333° ჩ. გ. 9.85111° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 826 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 826 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კუნძული დაფარულია მცენარეულობით, ბინადრობს ენდემური კედლის ხვლიკი. აქ ასევე წარმოდგენილია ძველად არსებული რელიგიური გაერთიანების საქმიანობის ნაშთები – კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე VI საუკუნის კაპელა და XI საუკუნის კომპლექსის ნანგრევები, რომლებიც ორი სამრეკლოსა და ბერების კელიებისაგან შედგება.
1997 წელს, არქიპელაგი, ჩინკვე-ტერესა და პორტოვენერესთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.comune.portovenere.sp.it/tinetto_de.htm დაარქივებული 2009-03-19 საიტზე Wayback Machine.