პალმარია
პალმარია — იტალიის კუნძული ლიგურიის ზღვაში, ლა-სპენზიის ყურის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 1.6 კმ²-ია და წარმოადგენს ქალაქ პორტოვენერეს სამხრეთით მდებარე სამი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის უდიდეს კუნძულს. დანარჩენი ორი კუნძულია ტინო და ტინეტო, რომლებიც პალმარიის სამხრეთით მდებარეობს.
პორტოვენერე, ჩინკვე-ტერე და კუნძულები: პალმარია, ტინო, ტინეტო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 44°02′34″ ჩ. გ. 9°50′37″ ა. გ. / 44.0428361° ჩ. გ. 9.8438667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 826 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 826 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1997 წელს, არქიპელაგი, ჩინკვე-ტერესა და პორტოვენერესთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.