Fiat
ფიატი (იტალ. Fabbrica Italiana Automobili Torino) — იტალიური ავტომობილების და ძრავების მწარმოებელი, ფინანსური და ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც მდებარეობს ტურინში ჩრდილოეთ იტალიაში. დაარსდა 1899 წელს ინვესტორების ჯგუფის მიერ. ფიატი აგრეთვე აწარმოებს ტანკებს და თვითმფრინავებს.
ისტორია
რედაქტირება1899-1929 პირველი წლები
რედაქტირებაფირმა ფიატი 1899 წლის 11 ივლისს დააარსა 9 პიროვნებამ. ესენი იყვნენ: რობერტო ბისკარეტი დი რუფია, კარლო რაკა, ემანუელე კაკერანო დი ბრიკერაზიო, მიკელე ჩერიანო, ჩეზარე გორია გატი, ლოდოვიკო სკარფიოტი, ალფონსო ფერერო დი ვენტიმილია, ლუიგი დამევინო და ჯოვანი ანელი უფროსი, ჯანი ანელის პაპა, რომლის 1966 წლიდან ფიატის მფლობელობაში მყოფი ფირმაც ევროპაში ერთ-ერთი გავრცელებული იყო. პირველი მოდელი იყო 3 1/2 HP, რომელიც 1899-1900 წლებში დაახლოებით 20 ცალი ეგზემპლარი გამოუშვეს. 1900 წელს იგი 6/8 HP-მა გააგრძელა, ხოლო 1901-ში 8 HP გამოვიდა. 1903 წელს ბაზარზე 12 HP გამოჩნდა. ამავე წელს ინგლისის და საფრანგეთის შემდეგ ექსპორტირება დაიწყეს აშშ-იც და წლიურმა წარმოებამ 134 ეგზემპლარი შეადგინა.