ასტის პროვინცია
ასტის პროვინცია (იტალ. Provincia di Asti) — პროვინცია იტალიაში, პიემონტის რეგიონში. დედაქალაქია ასტი. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ტურინის პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთით — კუნეოს პროვინცია. აღმოსავლეთით საზღვარი აქვს ალესანდრიის, სამხრეთით კი სავონის პროვინციასთან. პროვინციის ფართობი 1 504,5 კმ²-ია, მოსახლეობა 206 265 (2004).
ისტორია
რედაქტირებაასტის პროვინცია 1935 წელს, მეფე ვიქტორ ემანუელ III-ის სამეფო დეკრეტის საფუძველზე შეიქმნა, ალესანდრიის პროვინციისგან გამოყოფით.
კომუნები
რედაქტირებაპროვინცია შედგება 118 კომუნისგან.[1] ცხრილში მოცემულია ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ[2]:
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
ასტი | 71 276 |
კანელი | 10 230 |
ნიცა-მონფერატო | 10 019 |
სან-დამიანო-დ’ასტი | 7 622 |
კოსტილოლე-დ’ასტი | 5 882 |
ვილანოვა-დ’ასტი | 4 717 |
ლასტელონე-დელე-ლანცე | 3 641 |
მონკალვო | 3 320 |
კასტელნუოვო-დონ-ბოსკო | 3 038 |
Villafranca d'Asti | 2 942 |
კასტელ-ალფერო | 2 691 |
მომბერეჩელი | 2 214 |
ვალფენერა | 2 128 |
მონტეგროსო-დ’ასტი | 2 084 |