ალესანდრიის პროვინცია
ალესანდრიის პროვინცია (იტალ. Provincia di Alessandria) — პროვინცია იტალიაში, პიემონტის რეგიონში. დედაქალაქია ალესანდრია.
პროვინციის ფართობი 3 560 კმ²-ია და ამ მხრივ მესამეა რეგიონში კუნეოსა და ტურინის პროვინციების შემდეგ. მოსახლეობა 430 000 (2005). შედგება 190 კომუნისგან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ვერჩელის პროვინცია, დასავლეთით კი ტურინისა და ასტის პროვინციები. სამხრეთით მისი მოსაზღვრეა ლიგურიის რეგიონი (სავონისა და გენუის პროვინციები), სამხრეთ-აღმოსავლეთით — პიაჩენცის პროვინცია (ემილია-რომანიის რეგიონი), აღმოსავლეთით კი ლომბარდიის პროვინცია პავია.
ისტორია
რედაქტირებაპროვინცია შეიქმნა 1859 წლის 23 ოქტომბრის სამეფო დეკრეტის საფუძველზე, როგორც რამდენიმე პროვინციის კავშირი. 1935 წელს მას გამოეყო ასტის არეალი და ჩამოყალიბდა განცალკევებულ, ასტის პროვინციად.
კომუნები
რედაქტირებაცხრილში მოცემულია პროვინციის ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
ალესანდრია | 92 808 |
კაზალე-მონფერატო | 35 303 |
ნოვი-ლიგურე | 28 354 |
ტორტონა | 26 661 |
ვალენცა | 20 457 |
აკვი-ტერმე | 20 193 |
ოვადა | 11 661 |
სერავალე-სკრივია | 6 108 |
არკუატა-სკრივია | 5 869 |
კასტელნუოვო-სკრივია | 5 572 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (იტალიური)
- Official web site for European Sacred Mounts
- MonferratoArte (იტალიური) A historical and bibliographical directory of artists active in the extra-urban Churches of the Diocese of Casale Monferrato.
- Laws and Statutes of the Carpeneto commune, 15th century, Center for Digital Initiatives, University of Vermont Libraries დაარქივებული 2011-02-18 საიტზე Wayback Machine.