ჰელვეციის რესპუბლიკა
ჰელვეციის რესპუბლიკა — 1798–1803 წწ. შვეიცარიის ტერიტორიაზე არსებული რესპუბლიკა. სახელწოდება წარმოსდგება შვეიცარიის ლათინური სახელისაგან – ჰელვეცია. 1798 წლის 5 მარტს საფრანგეთის ჯარებმა აიღეს ბერნი, 12 აპრილს გამოაცხადეს „ერთიანი, განუყოფელი ჰელვეციის რესპუბლიკა“, შემოიღეს საფრანგეთის 1795 წლის კონსტიტუციის მიხედვით შედგენილი კონსტიტუცია. გაუქმდა ყოველგვარი წოდებრივი განსხვავება და ფეოდალური უფლებები. გამოცხადდა სინდისის, ბეჭდვის, ვაჭრობის, ხელოსნობისა და სხვ. თავისუფლება. ძალაუფლება ცენტრალიზებული იყო და გადაეცა საფრანგეთის მიერ დანიშნულ პირებს. ჟენევა და ბაზელი შეუერთდა საფრანგეთს. 1798 წლის 18 აგვისტოს ჰელვეციის რესპუბლიკამ თავდაცვა-შეტევის კავშირი დადო საფრანგეთთან და II ანტიფრანგულ კოალიციასთან ომში ჩაება. 1802 წელს ჰელვეციის რესპუბლიკაში აჯანყებები დაიწყო. ამან აიძულა ნაპოლეონ I 1803 წლის 19 თებერვალს, ე. წ. მედიაციის აქტის თანახმად, აღედგინა ჰელვეციის რესპუბლიკაში 1798 წლამდე არსებული სახელმწიფოებრივი წესწყობილება.
ჰელვეციის რესპუბლიკა გერმ. Helvetische Republik, ფრანგ. République helvétique, იტალ. Repubblica elvetica | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | ლუცერნი | ||||||||
მმართველობის ფორმა | რესპუბლიკა | ||||||||
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 615.