მთავარი მენიუს გახსნა

ვახტანგ გორგასლის ორდენისაქართველოს სახელმწიფო ჯილდო. ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის; II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის; I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.

ვახტანგ გორგასლის ორდენი
GEO Vakhtang Gorgasal Order 1rank BAR.svg
I ხარისხი
I ხარისხი
GEO Vakhtang Gorgasal Order 2rank BAR.svg
II ხარისხი
II ხარისხი
GEO Vakhtang Gorgasal Order 3rank BAR.svg
III ხარისხი
III ხარისხი
ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
ტიპიორდენი
სტატუსიგაიცემა
სტატისტიკა
დაწესების თარიღი24 დეკემბერი, 1992
რიგითობა
მაღალი ჯილდოოქროს საწმისის ორდენი
დაბალი ჯილდოღირსების ორდენი

წყარორედაქტირება

  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის კანონი. თბილისი, 1992 წლის 24 დეკემბერი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების — ორდენებისა და მედლების დებულება.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება