ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვერა მენჩიკი (ჩეხ. Věra Menčíková; რუს. Ве́ра Фра́нцевна Ме́нчик მეუღლის გვარით სტივენსონი; დ. 16 თებერვალი 1906, მოსკოვი — გ. 27 ივნისი 1944, ლონდონი) — მსოფლიოს პირველი ჩემპიონი (1927–1944). ეროვნებით ჩეხი. ცხოვრობდა რუსეთში, 1921 წლიდან დიდ ბრიტანეთში.

ვერა მენჩიკი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 16 თებერვალი (1 მარტი), 1906[1]
დაბ. ადგილი მოსკოვი[2]
გარდ. თარიღი 26 ივნისი, 1944(1944-06-26)[3] [4] (38 წლის)
გარდ. ადგილი Clapham[3]
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო და ჩეხოსლოვაკია
ჯილდოები მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

1923 წლიდან არის ჰასტინგსის საჭადრაკო კლუბის წევრი. 1925 წელს ორჯერ დაამარცხა დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი ედიტ პრაისი (+2=2-1 და +3=0-2).

სხვა ძირითდი მიღწევები (ქალთა შორის):

სულ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერა მენჩიკმა ჩაატარა 99 პარტია (+87=9-3)


1923–1939 წლებში ხშირად თამაშობდა ვაჟთა ტურნირებში. საუკეთესო შედეგები:

მამაკაცებთან ითამაშა რამდენიმე მატჩი

  • 1937 ე.ზნოსკო-ბოროვსკისთან 1-3(+0=2-2)
  • 1942 ჟ.მიზესი 6,5-3,5 (+4=5-1)

სატურნირო პარტიების დადებითი ბალანსი ჰქონდა სამუელ რეშევსკისთნ (+1=2-0) და მაქს ეივესთნ (+2=1-1).

დაიღუპა დედასთნ და დასთან ერთდ ლონდონის საჰაერო დაბომბვის დროს.

ვერა მენჩიკის სახელობის თასი გადაეცემა ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულ გუნდს. მის პატივსაცემად ინგლისის ქალაქ ბოგნორ-რიჯისში 1954–1969 წლებში ტარდებოდა ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი — ვერა მენჩიკის მემორიალი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვერა_მენჩიკი“-დან