ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
ფიდემ 1927 წლიდან გადაწყვიტა ჩაეტარებინა ტურნირები მსოფლიოს ჩემპიონის გამოსავლენად ქალთა შორის. 1927-1939 წლებში სულ ჩატარდა 7 ასეთი ტურნირი, რომლებშიც გამარჯვებული ერთი მოჭადრაკე - ვერა მენჩიკი გამოდიოდა.
1944 წელს მენჩიკი გარდაიცვალა და მსოფლიო უჩემპიონოდ დარჩა. ფიდემ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კიდევ ერთი ტურნირი მსოფლიოს ახალი ჩემპიონის გამოსავლენად. ეს ტურნირი 1950 წელს მოსკოვში გაიმართა და საბჭოთა მოჭადრაკე, ლიუდმილა რუდენკოს გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ ტურნირები აღარ გამართულა და მოჭადრაკე ქალები ფიდეს მიერ შემუშვებული სისტემით (ზონალური ტურნირი, საზონათაშორისო ტურნირი, პრეტენდენტთა ტურნირი, პრეტენდენტთა მატჩები და მატჩი მსოფლიოს პირველობაზე) არკვევდნენ უძლიერესის ვინაობას.