ლიუდმილა რუდენკო

საბჭოთა მოჭადრაკე

ლიუდმილა ვლადიმირის ასული რუდენკო (რუს. Людми́ла Влади́мировна Руде́нко; უკრ. Людмила Володимирівна Руденко; დ. 27 ივლისი, 1904, ლუბნი — გ. 4 მარტი, 1986, ლენინგრადი, სსრკ) — ეკონომისტ-დამგეგმავი და საბჭოთა მოჭადრაკე, მსოფლიოს მეორე ჩემპიონი (1950-1953), საერთაშორისო დიდოსტატი (1976), საერთაშორისო ოსტატი მამაკაცთა შორის (1950), სსრკ-ის ჩემპიონი (1952), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1953).

ლიუდმილა რუდენკო
ქვეყანა (სპორტი) სსრკ
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1904
დაბადების ადგილი ლუბნი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 მარტი, 1986 (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლენინგრადი, საბჭოთა კავშირი
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი,
საერთაშორისო ოსტატი
ჯილდოები და პრემიები საპატიო ნიშანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლიუდმილა რუდენკო 1904 წლის 27 ივლისს, უკრაინის ქალაქ ლუბნაში დაიბადა, რომელიც იმ დროს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ჭადრაკის თამაში მამამისმა 10 წლის ასაკში ასწავლა. თავიდაპირველად ლიუდმილა ცურვით იყო დაკავებული და სერიოზული წამრატებებიც ჰქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ოდესაში გადავიდა, ეკონომიკურზე განაგრძო სწავლა და იქვე 400 მეტრიან ბრასში ქალაქის ჩემპიონიც გახდა. 1925 წელს, ბრასში უკრაინის ვიცე-ჩემპიონიც გახდა და ეკონომიკური განხრით დიდი წარმატებებიც ჰქონდა, ჭადრაკი კი მისი ჰობი იყო და გასართობად თამაშობდა.

1925 წელს, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც „კომსომოსლკაია პრავდას“ მიერ მოწყობილ ქალთა ტურნირზე გამოვიდა, თუმცა წარუმატებლად, ქვედა ადგილებს დასჯერდა. ამ წარუმატებლობას ხელი არ შეუშლია კარიერულ წინსვლაში. დაინტერესებული სპორტის ამ სახეობით, ახალი სტრატეგია და ტაქტიკა შეიმუშავა. 1927 წელს მიიღო უფლება მოსკოვის სახელით სსრკ-ის ჩემპიონატზე ეთამაშა, სადაც მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო მომდევნო წელს უკვე დედქალაქის ჩემპიონიც გახდა, სადაც თორმეტივე პარტია მოიგო. 1929 წელს, ლენინგრადში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მეცნიერ ლევ გოლდსტეინზე დაქორწინდა და წყვილს 1931 წელს ვაჟიშვილი შეეძინათ. ლენინგრადში პიოტრ რომანოვსკის და ალექსანდრ ტოლუშის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა, რაც აშკარად დაეტყო მის სათამაშო სტილს, რომელიც უფრო საბრძოლო და კომბინაციური გახდა. იგი შვიდჯერ გახდა ლენინგრადის ჩემპიონი, ხოლო სსრკ-ის 17 ჩემპიონატზე კარგი შედეგი აჩვენა, აქედან 1 ოქრო და 5 ვერცხლი მოიგო. ლენინგრადის ბლოკადის დროს, ორგანიზება გაუკეთა მატარებელს, რომელმაც ქალაქიდან ბავშვები გაიყვანა.

მსოფლიოს მეორე ჩემპიონი, 1986 წლის 26 თებერვალს, ლენინგრადში გარდაიცვალა.

მსოფლიო ჩემპიონატები

რედაქტირება

1944 წელს ლონდონის დაბომბვისას, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ვერა მენჩიკი დაიღუპა. ფიდემ 1949–1950 წლებში, მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონის გამოსავლენად ტურნირი მოაწყო, სადაც რუდენკომ წარმატებით იასპარეზა: 15 პარტიიდან 11,5 ქულა დააგროვა და ოქროს მედალსაც დაეუფლა. ტურნირზე სულ 12 ქვეყნის 16 მოჭადრაკე გამოვიდა, ბიკოვამ 9 პარტია მოიგო და 1 წააგო, ხოლო 4 ყაიმით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ პირველ ოთხ ადგილზე სსრკ-ის წარმომადგენელი გავიდა. ორ წელიწადში კი პლანეტის ოქროს თბილისში ჩატარებული სსრკ-ის ჩემპიონობაც დაუმატა. ომის შემდეგ ბოკოვას მწვრთნელები ალექსანდ ტოლუში და გრიგორი ლევენფიში იყვნენ. 1953 წელს, ლენინგრადში რუდენკო მსოფლიოს პირველობისთვის საბჭოელ ელიზავეტა ბიკოვას დაუპირისპირდა და 6:8 დამარცხდა. რუდენკომ 5 მოიგო, 7 წააგო და 2 ყაიმით დაასრულა. მთავარი არბიტრი ვერა ჩუდოვა იყო, რუდენკოს სეკუნდატობას ალექსანდრ ტოლუში უწევდა, ბიკოვას კი მიხაილ იუდოვიჩი. ჩემპიონმა დამაჯერებლად დაიწყო ასპარეზობა და საწყისი ორი პარტიაც მოიგო, თუმცა, ამის მიუხედავად და მე-8 პარტიის შემდეგ ანგარიში 5:3 გახდა. მომდევნო ორ პარტიაში რუდენკომ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ისევ მოსუსტდა და მე-12 ტურის შემდეგ, ჩამორჩენა კვლავ ორ ქულამდე დავიდა. ბოლოსწინა მე-13 პარტია თეთრებით მოიგო და ტიტულის გადასარჩენად ბოლოს მოგებაც მართებდა. მე-14 პარტია მისი უპირატესობით დაიწყო და ახლოსაც იყო გამარჯვებასთან, მაგრამ პარტია მე-40 სვლაზე დროებით შეწყდა და მომდევნო დღეს გაგრძელდა, რომელიც ყველასგან მოულოდნელად წააგო.

ჯილდოები

რედაქტირება

მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 1946 წლის რადიომატჩში ბრიტანეთსა და სსრკ-ის შორის, 1954 წელს სსრკ-ჩეხოსლოვაკია, ხოლო 1957-ში ლენინგრადი-ბუდაპეშტი.

ჭადრაკში მოპოვებული წარმატებებისთვის, 1957 წელს „საპატიო ნიშნის“ ორდენით დააჯილდოვეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ვერა მენჩიკი
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
1950–1953
შემდეგი:
ელისაბედ ბიკოვა