ვიქტორ სანეევი
ვიქტორ სანეევი (დ. 3 ოქტომბერი, 1945, სოხუმი, საქართველოს სსრ — გ. 3 იანვარი, 2022, სიდნეი, ავსტრალია) — ქართველი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1968).
ვიქტორ სანეევი 1968 წელს | ||||||||||||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | ვიქტორ სანეევი | |||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ქართველი | |||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 3 ოქტომბერი, 1945[1] [2] [3] | |||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ | |||||||||||||||||||||||||||||
გარდ. თარიღი | 2 იანვარი, 2022[4] (76 წლის) | |||||||||||||||||||||||||||||
გარდ. ადგილი | სიდნეი, ახალი სამხრეთი უელსი, ავსტრალია[5] | |||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 188 სმ | |||||||||||||||||||||||||||||
წონა | 78 კგ | |||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | სსრკ | |||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | მძლეოსნობა | |||||||||||||||||||||||||||||
სახეობა | სამხტომი | |||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები | ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენი[6] , თბილისის საპატიო მოქალაქე და ვახტანგ გორგასლის ორდენი | |||||||||||||||||||||||||||||
|
ბიოგრაფია
რედაქტირებავიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო, ცნობილი მწვრთნელის აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა 6 წლის შემდეგ ქერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო. პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით 1969 წელს, ლენინის ორდენით 1972 წელს, ხალხთა მეგობრობის ორდენით 1976 წელს. 2005 წელს დაჯილდოებულ იქნა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
სპორტული კარიერა
რედაქტირებასკოლის დამთავრების შემდეგ სანეევი თბილისში გადმოვიდა და „დინამოს“ სახელით მონაწილეობდა შეჯიბრებებში. 1968 წელს სანეევი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამხტომში (სულ რვაჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის პირველობა 1968-71, 1973-75 და 1978 წლებში). ორგზის მეორე პრიზიორი (1971, 78), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971).
საბჭოთა კავშირის პირველობაზე გამარჯვებამ მას მექსიკის 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წასვლის საშუალება მისცა, სადაც სანეევმა პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო. აქ, 1968 წლის 17 ოქტომბერს, სანეევმა ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი, გადახტა რა ჯერ 17.23, ხოლო შემდეგ 17.39 მეტრზე.
ოთხი წლის შემდეგ, კვლავაც 17 ოქტომბერს, სანეევმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, გადახტა რა 17.44 მეტრზე.
მექსიკის ზაფხულის ოლიმპიადის გარდა სანეევმა ოქროს მედლები მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) წლების ოლიმპიადებზეც მოიგო, რითაც დააფიქსირა მსოფლიო სპორტში უნიკალური მიღწევა - ვიქტორ სანეევი ერთადერთი მძლეოსანია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო სამხტომში ოლიმპიური ოქროს მოგება.
ძალიან ახლოს იყო ოქროს მედლის მოგებასთან ვიქტორ სანეევი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზეც, სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, დათმო რა დუელი ესტონელ მძლეოსან იააკ უუდმიაესთან.
1968, 1972 და 1976 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.[7]
საბჭოთა კავშირის და ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა სანეევს მოგებული აქვს ათენის (1969) და რომის (1974) ევროპის ჩემპიონატები. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი).
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2018). საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის მფლობელი.
1992 წლიდან ცხოვრობდა ავსტრალიაში და იყო ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.
გარდაიცვალა 2022 წლის 3 იანვარს 76 წლის ასაკში, ქალაქ სიდნეიში.[8] 13 იანვარს დაკრძალეს სიდნეიშივე. დაკრძალვის წინ გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას თან ახლდა ორი ქართული სიმღერა — „ზამთარი“ და „საქართველოო ლამაზო“ „ცისფერი ტრიოს“ შესრულებით.[9]
ძირითადი შედეგები
რედაქტირებაწელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1968 | ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები | მექსიკა, მეხიკო | |
1969 | ევროპის ჩემპიონატი | საბერძნეთი, ათენი | |
1970 | ევროპის ჩემპიონატი დარბაზში | ავსტრია, ვენა | |
1971 | ევროპის ჩემპიონატი | ფინეთი, ჰელსინკი | |
1971 | ევროპის ჩემპიონატი დარბაზში | ბულგარეთი, სოფია | |
1972 | ევროპის ჩემპიონატი დარბაზში | საფრანგეთი, გრენობლი | |
1972 | ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები | დას. გერმანია, მიუნხენი | |
1974 | ევროპის ჩემპიონატი | იტალია, რომი | |
1975 | ევროპის ჩემპიონატი დარბაზში | პოლონეთი, კატოვიცე | |
1976 | ევროპის ჩემპიონატი დარბაზში | დას. გერმანია, მიუნხენი | |
1976 | ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები | კანადა, მონრეალი | |
1980 | ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები | სსრკ, მოსკოვი |
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად ვიქტორ სანეევი საქართველოს მეშვიდე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[10]
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც ვიქტორ სანეევი 1976 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[11]
საბჭოთა კავშირის სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ და საკავშირო სპორტკომიტეტის პროპაგანდის სამმართველომ ჟურნალ-გაზეთების, დეპეშათა სააგენტოების, ტელევიზიისა და რადიოს მუშაკთა შორის მოაწყვეს ტრადიციული წინასაახალწლო გამოკითხვა წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულის დასადგენად. გამოკითხვის შედეგად ვიქტორ სანეევი 1976 წლის საბჭოთა კავშირის მეორე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[12]
პერიოდიკა
რედაქტირება- ახალი მწვერვალებისაკენ! // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1978, № 256 (6311), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიქტორ სანეევი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვიქტორ სანეევი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ვიქტორ სანეევის პროფილი — სპორტის ფოტოენციკლოპედია
- ვიქტორ სანეევი — ქართული სპორტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Санеев Виктор Данилович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ World Athletics database
- ↑ https://sputnik-georgia.ru/20220103/umer-legendarnyy-viktor-saneev-263340843.html
- ↑ https://www.lavanguardia.com/deportes/otros-deportes/20220103/7966049/muere-saltador-georgiano-viktor-saneyev-tres-veces-campeon-olimpico.html
- ↑ https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/23158?publication=0
- ↑ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-15. ციტირების თარიღი: 2020-07-15.
- ↑ „გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი“. რადიო თავისუფლება. 3 იანვარი, 2022. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „სიდნეიში დაკრძალეს საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი“. რადიო თავისუფლება. 13 იანვარი, 2022. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ თინათინ ლეკვეიშვილი — № 1 // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 256 (4250), გვ. 1.
- ↑ საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.
- ↑ ოლიმპიური წლის ლაურეატები // „ლელო“, 25 დეკემბერი, 1976, № 254 (5804), გვ. 1.