ლუხუმ ჩხვიმიანი (დ. 3 მაისი, 1993, მესტია, საქართველო) — ქართველი ძიუდოისტი. საქართველოს სამგზის ჩემპიონი (2013, 2016, 2017; 60 კგ)  და ვერცხლის პრიზიორი (2015, 60 კგ). ევროპის ჩემპიონი (2019, მინსკი, ბელარუსი, 60 კგ) და მსოფლიოს ჩემპიონი (2019, ტოკიო, იაპონია, 60 კგ).[1] 20-წლამდელებს შორის საქართველოს ჩემპიონი (2012, 60 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი (2010, 55 კგ). ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2009, 55 კგ) და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, 60 კგ). 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) ძალოსან ლაშა ტალახაძესთან და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილთან, ბექა ლომთაძესთან, ნუგზარ წურწუმიასთან და ლაშა გობაძესთან ერთად.

ლუხუმ ჩხვიმიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ლუხუმ ჩხვიმიანი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 3 მაისი, 1993 (1993-05-03) (30 წლის)
დაბ. ადგილი მესტია, საქართველო
სიმაღლე 1,62
წონა 60 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძიუდო
მედლები
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო ტოკიო 2019 -60 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო მინსკი 2019 -60 კგ.
ევროპული თამაშები
ოქრო მინსკი 2019 -60 კგ.

საერთო შედეგები რედაქტირება

დისციპლინა ადგილმდებარეობა წონითი კატეგორია ტურნირი ადგილი
ძიუდო   თბილისი, საქართველო 60 კგ გრან-პრი თბილისი 2017  
ძიუდო   თბილისი, საქართველო 60 კგ გრან პრი თბილისი 2018  
ძიუდო   დიუსელდორფი, გერმანია 60 კგ გრან-პრი დიუსელდორფი 2018  
ძიუდო   ტოკიო, იაპონია 60 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 2019  
ძიუდო   თბილისი, საქართველო 60 კგ გრან პრი თბილისი 2019  
ძიუდო   დიუსელდორფი, გერმანია 60 კგ გრანდ სლემი დიუსელდორფი 2019  
ძიუდო   მინსკი, ბელარუსი 60 კგ ევროპის ჩემპიონატი 2019  
ძიუდო   მინსკი, ბელარუსი 60 კგ ევროპული თამაშები 2019  
ძიუდო   ვარშავა, პოლონეთი -60 კგ ევროპის ჩემპიონატი 2017  

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!. sportall.ge (25 აგვისტო, 2019). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2020.