ევროპული თამაშები 2019
ევროპული თამაშები 2019 — მეორე ევროპული თამაშები, რომელსაც უმასპინძლა ბელარუსის დედაქალაქმა მინსკმა. ჩატარდა 21 ივნისიდან 30 ივნისამდე.
მასპინძლის შერჩევა
რედაქტირებამასპინძლობით დაინტერესებული იყო ევროპის 5 ქვეყანა, ესენია: დიდი ბრიტანეთი (გლაზგო), პოლონეთი (პოზნანი), ბელარუსი (მინსკი), რუსეთი (ყაზანი და სოჭი) და თურქეთი (სტამბოლი).
ტურნირი
რედაქტირებატურნირზე მონაწილეობას მიიღო 50 ქვეყნის 4082 სპორტსმენი. ის ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გახსნა.
სპორტის სახეობები
რედაქტირებაშეჯიბრება გაიმართა 15 სპორტის სახეობაში, ამათგან 10 სახეობა არის სალიცენზიო — შესარჩევი ტურნირი 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის.[1]
- მშვილდოსნობა (8)
- მძლეოსნობა (9)
- ბადმინტონი (5)
- კალათბურთი 3x3
- პლაჟის ფეხბურთი (1)
- კრივი (15)
- ნიჩბოსნობა ბაიდარითა და კანოეთი (16)
- ველოსპორტი
- საგზატკეცილო (4)
- ტრეკი (20)
- ტანვარჯიში
- აკრობატიკა (6)
- აერობიკა (2)
- სპორტული (12)
- ბატუტი (4)
- მხატვრული (8)
- ძიუდო (15)
- კარატე (12)
- სამბო (18)
- ტყვიის სროლა (19)
- მაგიდის ჩოგბურთი (5)
- ჭიდაობა (18)
- თავისუფალი
- ბერძნულ-რომაული
- ქალთა
მონაწილე ქვეყნები
რედაქტირებაშეჯიბრებაში მონაწილეობას იღებს 50 ქვეყანა.
- ალბანეთი
- ანდორა
- სომხეთი
- ავსტრია
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი (მასპინძელი)
- ბულგარეთი
- ბელგია
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- ხორვატია
- კვიპროსი
- ჩეხეთი
- დანია
- ესტონეთი
- ფინეთი
- საფრანგეთი
- ფარერის კუნძულები
- საქართველო
- გერმანია
- დიდი ბრიტანეთი
- საბერძნეთი
- გერმანია
- უნგრეთი
- ისლანდია
- ირლანდია
- ისრაელი
- იტალია
- კოსოვო
- ლატვია
- ლიხტენშტაინი
- ლიეტუვა
- ლუქსემბურგი
- მალტა
- მოლდოვა
- მონაკო
- მონტენეგრო
- ნიდერლანდები
- მაკედონია
- ნორვეგია
- პოლონეთი
- პორტუგალია
- რუმინეთი
- რუსეთი
- სან-მარინო
- სერბეთი
- სლოვაკეთი
- სლოვენია
- ესპანეთი
- შვედეთი
- შვეიცარია
- თურქეთი
- უკრაინა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 2019 წლის ევროპული თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2020-11-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The 2nd European Games 2019. ციტირების თარიღი: 11 May 2019.