ალექსანდრე გურული
ალექსანდრე 'სანდრო' გურული (დ. 9 ნოემბერი, 1985, ბათუმი) — ქართველი ფეხბურთელი, ფრანგული „სენტ-ომერის“ ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექსანდრე გურული | ||
დაბადების თარიღი | 9 ნოემბერი, 1985 | ||
დაბადების ადგილი | ბათუმი, საქართველო | ||
სიმაღლე | 178 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003-2004 | ბულონი | 12 | (2) |
2004-2005 | ლიონი | 17 | (1) |
2005-2006 | ლიონ დუჩერე | 29 | (4) |
2006-2007 | ლესქინი | 19 | (0) |
2007-2008 | ლიონ დუჩერე | - | (-) |
2008-2012 | კარპატი ლვოვი | 71 | (3) |
2011-2013 | დილა გორი | 38 | (5) |
2012-2013 | დინამო ბათუმი | 9 | (3) |
2013 | ზესტაფონი | 13 | (2) |
2014 | შახტიორი სოლიგორსკი | 22 | (0) |
2015 | სამტრედია | 8 | (0) |
2015-2016 | შუველიანი | 25 | (3) |
2016-2017 | შუქურა | 43 | (5) |
2018 | ოლიმპიკ-გრანდ სეტი | 2 | (0) |
2018- | სენტ-ომერი | ||
ეროვნული ნაკრები | |||
2004-2006 | საქართველო 21 წლ. | 4 | (1) |
2010-2012 | საქართველო | 6 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ის შეიძინა უკრაინულმა „კარპატმა“. კლუბში გატარებულ პირველ სეზონში მან 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა ერთი გოლი. შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ითამაშა სამ კლუბში: გორის „დილაში“, ბათუმის „დინამოსა“ და „ზესტაფონში“, ეს უკანასკნელი 2013 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას იგი შეუერთდა ბელარუსის კლუბ „შახტიორს“, რომელთან ერთადაც პირველივე სეზონში შეძლო თასის მოგება.
ის არის ყოფილი ქართველი ფეხბურთელის, გია გურულის შვილი.
ტიტულები
რედაქტირება- საქართველოს თასი გამარჯვებული (1): 2011/2012
- ბელარუსის თასი გამარჯვებული (1): 2013/2014
სანაკრებო გოლები
რედაქტირება# | თარიღი | ადგილი | მეტოქე | გოლი | შედეგი | გათამაშება |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 17 ნოემბერი, 2010 | კოპერი | სლოვენია | 2-1 | მოგება | ამხანაგური |