შუველიანი (საფეხბურთო კლუბი)
შუველიანი (აზერ. Şüvəlan Futbol Klubu, გამოითქმის [ʃyvælan]) — აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი, რომელიც ბაქოში (შუველიანში) მდებარეობდა.
სრული სახელი | Şüvəlan Futbol Klubu | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 2005; 14 წლის წინ | ||
გაუქმდა | 2019 | ||
სტადიონი |
აზალ არენა (ტევადობა: 3,500) | ||
პრეზიდენტი | იაჰანგირ ასგაროვი | ||
ლიგა | აზერბაიჯანის პირველი დივიზიონი | ||
2018-2019 | მე-7 | ||
|
კლუბს მოკლე ისტორიის განმავლობაში სახელი ოთხჯერ შეეცვალა (ოლიმპიკ-ბაქო, ალიმპიკ-შუველიანი, აზალი და ბოლოს შუველიანი). ევროპულ შეჯიბრებებში უეფა კლუბს ჯერ კიდევ ოლიმპიკ-შუველიანის სახელით აღიარებს.
კლუბი ასევე არის ევროპული კლუბთა ასოციაციის წევრი.
ისტორია
რედაქტირებაადრეული წლები (1996–2006)
რედაქტირებაიგი დაარსდა 1996 წელს, როგორც ფუტსალის კლუბი; მისი სახელი იყო „AMMK“. იგი ფუტსალის ეროვნულ ლიგაში 1996-97 წლების სეზონიდან 2003-04 წლების სეზონამდე ასპარეზობდა. „AMMK“ ასევე წარმოადგენდა აზერბაიჯანს უეფას ფუტსალის თასის 2003-04 წლების სეზონში.
„AMMK“ პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი 2004 წელს გახდა და აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში ჩაირიცხა. ოლიმპიკ ბაქოსათვის აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ჩატარებული პირველი სეზონი წარმატებული არ აღმოჩნდა. ხორვატი მმართველი სტეჰან კორდასი ორი თვე გუნდისთვის მუშაობის შემდეგ, არასასურველი შედეგის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ადგილს შემდგომ პერიოდში სერბი პეტარ კურციბიჩი იკავებდა თუმცა კარგი შედეგის დაფიქსირება მანაც ვერ შეძლო და გუნდმა სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა. ამ პრეიოდში გუნდს ეძახდნენ „გუნდი ბალკანეთიდან“, რადგან მისი მოთამაშეების დიდი ნაწილი ბალკანეთის ქვეყნიდან იყო (მათშორის იყვნენ: მარკო მიტროვიჩი, სრდჟან ბალიაკი, რასო ბაბიკი, სასა კოვაჩევიჩი, ტომისლავ ვისევიჩი და სხვები).[1]
აბდულაიევის წლები
რედაქტირება2006 წლის ივნისში ასგარ აბდულაიევი ოლიმპიკის ახალ მთავარ წვრთნელად დაინიშნა. იგი ჯერ კიდევ მოიხსენიება როგორც ყველაზე წარმატებული მთავარი მწვრთნელი კლუბის ისტორიაში. აბდულაიევის ხელმძღვანელობით ოლიმპიკმა საკუთარი შედეგები გააუმჯობესა: 2007 წლის სეზონი მე-6 ადგილით, ხოლო 2008 - მე-2 ადგილით დაასრულა. ოლიმპიკი ახლოს იყო 2007-08 წლების ლიგის ტიტულის მოგებასთან, თუმცა გუნდი უკანასკნელ შეხვედრაში ყარაბაღის წინააღმდეგ დამარცხდა.[2]
ოლიმპიკის დებიუტი აგრეთვე წარუმატებელი გამოდგა ევროპის ტურნირებზეც: 2008-09 წლის უეფას თასზე გუნდი პირველ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სერბული „ვოივოდინასთან“ დამარცხდა. ამ თასზე რომან ახალკატსი გახდა ოლიმპიკის პირველი მოთამაშე, რომელმაც გოლი ევროპულ ტურნირზე გაიტანა.[3]
გვიანი წლები (2017-)
რედაქტირება2017 წლის 12 მაისს კლბმა სახელი შეიცვალა და ახლა უკვე შუვალან FK დაირქვა.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Marko Mitroviç: "Çox şadam ki, Azərbaycanda futbol oynamışam". Rekord.az. ციტირების თარიღი: 2012-11-17.
- ↑ Главный тренер футбольного клуба «Олимпик»: «До сих пор не могу понять, как мы упустили чемпионство» (რუსული)
- ↑ Азербайджанский "Олимпик" уступил "Войводине" (რუსული)
- ↑ AZAL futbol klubu "Şüvəlan" adı altında fəaliyyətini davam etdirəcək Azerbaijani (12 May 2017). ციტირების თარიღი: 3 October 2017.