ფუტზალი (პორტ: futsal), ცნობილია აგრეთვე, როგორც დარბაზის ფეხბურთისაფეხბურთო სახეობა, რომელსაც თამაშობენ პატარა მოედანზე, დარბაზში. სახელწოდება მომდინარეობს პორტუგალიური სიტყვიდან Futebol de Salão (ფუტბოლ დე სალაუ), რომელიც ითარგმნება როგორც „დარბაზის ფეხბურთი“. 1985 წელს მადრიდში, ამ სახეობის მსოფლიოს მეორე ჩემპიონატზე, ესპანური სახელწოდება fútbol sala (ფუტბოლ სალა) გამოიყენეს. იმ ჩემპიონატიდან მოყოლებული, თამაშის ყველა სხვა ოფიციალური დასახელება შეიცვალა ფუტსალით.

ფუტსალი
უმაღლესი ორგანო FIFA და AMF
პირველი თამაში 1930
მახასიათებლები
ტიპი სპორტის სახეობა
წევრები 5 მოთამაშე ერთ მხარეს
აღჭურვილობა ფუტსალის ბურთი
არენა ფუტსალის მოედანი
ოლიმპიადა არა
პარაოლიმპიადა არა
ქვეყანა/რეგიონი ურუგვაი
მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა 12

ფუტსალი ურუგვაისა და ბრაზილიაში 1930-იან წლებში წარმოიშვა. ბრაზილიაში ფუტსალს უფრო მეტი ადამიანი თამაშობდა, ვიდრე ფეხბურთს, თუმცა ფუტსალს გულშემატკივრები გაცილებით ნაკლები ჰყავდა. ბრაზილიაში რამდენიმე მოთამაშემ სპორტული კარიერა ფუტსალიდან დიდ ფეხბურთში გააგრძელა.[1]

ფუტსალის მატჩში ერთმანეთს ორი გუნდი ეჯიბრება. ერთ გუნდში 5 მოთამაშეა, მათგან 1 — მეკარე. მოედნის იატაკი ხისგან, ხელოვნური ან ნებისმიერი მსგავსი გლუვი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. საერთაშორისო მატჩებში სათამაშო მოედნის სიგრძე 38–42 მეტრია, ხოლო სიგანე — 20-25 მეტრი. დარბაზის ჭერის სიმაღლე არანაკლებ 4 მეტრი უნდა იყოს. საჯარიმო ზონა შემოსაზღვრულია 6 მეტრი რადიუსის წრეხაზით. საჯარიმო დარტყმის ერთი ნიშნული გაკეთებულია კარის შუა წერტილიდან 6 მ-ის, მეორე კი 10 მ-ის დაშორებით. კარის სიმაღლეა 2 მეტრი, სიგანე — 3 მ. ბურთის გარშემოწერილობაა 62–64 სმ, წონა 400-440 გრამი. ყოველ გუნდში 7 სათადარიგო მოთამაშეა, ხოლო შეცვლათა რიცხვი ლიმიტირებული არ არის. მატჩი შედგება ორი 20-წუთიანი ტაიმისგან. შესვენება გრძელდება 15 წუთი. გუნდს ყოველ ტაიმში თითო წუთშესვენების აღების უფლება აქვს. ფუტსალში თამაშგარე მდგომარეობა არ ფიქსირდება.[2][3] უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოთამაშეების მხრიდან მოკლე მოედანზე იმპროვიზირების, ტექნიკურობისა და შემოქმედებითობის გამოვლენას.

  1. ფეხბურთი ფუტსალმა ჩამოაყალიბა. FIFA.com. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 28 March 2013.
  2. Comparison between FUTSAL and SOCCER. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2007-03-02.
  3. „How will English football develop?“. BBC News. 2007-12-17. ციტირების თარიღი: 2007-12-18.