ფიფა

(გადამისამართდა გვერდიდან FIFA)

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია, შემოკლებით ფიფა (აკრონიმი ფრანგ. Fédération Internationale de Football Association) — ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანო. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტია ჯანი ინფანტინო.

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია
დევიზი For the Game. For the World.
შეიქმნა 21 მაისი, 1904
ტიპი სპორტული
შტაბ-ბინა ციურიხი, შვეიცარია
ემსახურება რეგიონს საერთაშორისო
წევრები 208 ეროვნული ასოციაცია
ენა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური[1]
პრეზიდენტი იტალიის დროშა ჯანი ინფანტინო
მთავარი ვიცე-პრეზიდენტი კამერუნის დროშა ისა ჰაიატუ
ვიცე-პრეზიდენტები ანგელ მარია ვილარი
დავიდ ჩუნგი
სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფა
დავიდ გილი
ალეხანდრო დომინგეზი
სუნილ გულატი
ქვეყანა შვეიცარია
თავმჯდომარე ჯანი ინფანტინო
კავშირები Association of Summer Olympic International Federations და International Football Association Board
ფიფა რუკა
ფიფა რუკა
https://FIFA.com
 
ფიფა-ს შტაბ-ბინა ციურიხში

ფიფა დაარსდა 1904 წლის 21 მაისს პარიზში. ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები იყვნენ ბელგია, დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. იმავე დღეს, ტელეგრაფის საშუალებით, წევრობის სურვილი გამოთქვა გერმანიამ[2].

ფიფა-ს პირველი პრეზიდენტი გახდა ფრანგი რობერ გერენი, რომელიც 1906 წელს ინგლისელმა დანიელ ბარლი ვულფოლმა შეცვალა. პირველი შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა ფიფა-ს ორგანიზებით, იყო ფეხბურთი 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

მალე ფიფა-ში გაწევრება დაიწყეს არაევროპულმა ქვეყნებმაც: სამხრეთ აფრიკამ 1908 წელს, არგენტინამ და ჩილემ 1912 წელს, კანადამ და აშშ-მა 1913 წელს.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ორგანიზაციის აქტიურობამ იკლო, ვინაიდან ფეხბურთელთა უმეტესობა ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. საფრთხის ქვეშ დადგა ორგანიზაციის არსებობის საკითხი. 1918 წელს გარდაიცვალა დანიელ ბარლი ვულფოლი; ფიფა-ს მესვეურობა გენერალურ მდივან კარლ ანტონ ვილჰელმ ჰირშმანს გადაეცა. ფიფა-მ არსებობა განაგრძო, თუმცა ორგანიზაციას გაეთიშა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, იმ მიზეზით, რომ არ სურდა იმ ქვეყნების გუნდებთან თამაში, რომელთანაც ისინი ომში იყვნენ ჩაბმული[3]. მოგვიანებით, 1946 წელს, ინგლისი ხელახლა გაწევრიანდა ფიფა-ში.[4]

ოლიმპიური ფეხბურთი წარმატებით სარგებლობდა, ამიტომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა საკუთუთარი საერთაშორისო ჩემპიონატი ჩაეტარებინა. 1928 წლის 28 მაისს, ამსტერდამში, ფიფა-ს კონგრესმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. ჩემპიონატის პირველი გათამაშება, 1930 წელს, ურუგვაიში ჩატარდა[5].

პრეზიდენტები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. [1]
  2. History of FIFA - Foundation დაარქივებული 2010-06-15 საიტზე Wayback Machine. . ფიფა-ს ოფიციალური საიტი.
  3. Scotland and the 1950 World Cup. BBC.
  4. History of FIFA - British Associations return დაარქივებული 2007-11-16 საიტზე Wayback Machine. . ფიფა-ს ოფიციალური საიტი
  5. History of FIFA – The first FIFA World Cup დაარქივებული 2012-11-09 საიტზე Wayback Machine. . ფიფა-ს ოფიციალური საიტი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფიფა&oldid=4299914“-დან