გიორგი კალანდაძე
გიორგი კალანდაძე (დ. 24 ივნისი, 1980, თბილისი) — საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. 1995–1997 წლებში გიორგი კალანდაძე სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში, ხოლო 1997–2001 წლებში გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში.
გიორგი კალანდაძე | |
ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე | |
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 ოქტომბერი, 2012 – 11 ნოემბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილი |
წინამორბედი | დევი ჭანკოტაძე |
მემკვიდრე | ვახტანგ კაპანაძე |
დაბადებული | 24 ივნისი, 1980 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები |
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის - III ხარისხი" |
ბიოგრაფია
რედაქტირებაამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
განათლება
რედაქტირება- 2005 - ქვეითი საბაზო ოფიცერთა სკოლა, აშშ;
- 2005 - საჰაერო სადესანტო სკოლა, აშშ;
- 2006 - ინსტრუქტორთა სკოლა, აშშ;
- 2006 - პრე-რეინჯერის კურსი;
- 2006 - რეინჯერთა სკოლა;
- 2007 - ბალტიის თავდაცვის ინსტიტუტი, ესტონეთი;
- 2009 - სამეთაურო სწავლებ, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა;
- 2010 ბრიგადის მეთაურის კურსი, ჰოჰენფელსი, გერმანია, აშშ-ს სამხედრო ბაზა;
- 2009-2011 - მონაწილეობდა მიიღო ნატოს სამიტებში.
სამხედრო სამსახური
რედაქტირებასამხედრო კარიერა 1995 წელს დაიწყო, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა ინსტიტუტის კადეტმა. სწავლის გასაგრძელებლად სამხედრო აკადემიაში 1997 წელს ჩაირიცხა. 2001 წელს სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ განაგრძო მსახურება სამთო (სამთო) სასწავლო ოცეულის უმცროსი ლეიტენანტად. უმაღლესი სამხედრო თანამდებობის დაკავებამდე გენერალი კალანდაძე მეთაურობდა ყველა დონეზე. 2001 წლიდან 2002 წლამდე მსახურობდა თავდაცვის აკადემიის ასეულის მეთაურის მოადგილედ, შემდეგ 2002 წლიდან 2004 წლამდე თავდაცვის აკადემიის ასეულის მეთაურად.
2004 წლიდან 2006 წლამდე იყო თავდაცვის აკადემიის s2-s3 სასწავლო ბატალიონის მეთაური. გენერალი კალანდაძე სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსად 2006 წლიდან 2007 წლამდე მსახურობდა. შემდეგ ის მეთაურობდა სახმელეთო შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბატალიონს 2007-2008 წლებში. 2008-2009 წლებში მეთაურობდა სახმელეთო შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეით ბრიგადას. 2009-2010 წლებში მსახურობდა სახმელეთო შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილედ. 2010 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა სახმელეთო ჯარების მეთაურად.
გენერალი კალანდაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ (2011 წლიდან 2012 წლამდე) და შტაბის უფროსად (2012 წლიდან 2013 წლამდე).
გენერალი კალანდაძე მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყსა (2007 წლიდან 2008 წლამდე) და ავღანეთში (2010 წლიდან 2012 წლამდე).
საბრძოლო გამოცდილება: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მეთაურობდა მეოთხე ქვეით ბრიგადას.
2014 წლიდან იგი მოხალისეობდა რაზმის მებრძოლ-ინსტრუქტორად უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ. 2014 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა სასწავლო-ცენტრ „პატრიოტის“ მთავარ ინსტრუქტორად.
2015-2018 წლებში იყო უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მრჩეველი.
2022 - უკრაინის უმაღლესი რადას, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, ფეოდორ ვენისლავსკის მრჩეველი.
ბრალდებები
რედაქტირებაგიორგი კალანდაძე 2012 წლის 7 ნოემბერს დააკავეს და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სამ საქმეზე წაუყენეს ბრალი. სააპელაციო სასამართლომ გიორგი კალანდაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ ე.წ. „სენაკის ეპიზოდთან“ დაკავშირებით გამოიტანა და ის დამნაშავედ ცნო სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფაში (სისხლის სამართლის კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მას სასჯელის სახით, 3 თვის ვადით სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა განესაზღვრა, თუმცა, 2012 წელს გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე კალანდაძე სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა.[1]
2015 წელს, ელბერტ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე (ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით, 2012 წლის 28 ივლისს) გიორგი კალანდაძეს ბრალი წარედგინა (მასთან ერთად ბრალდებულები იყვნენ დათა ახალაია, მეგის ქარდავა, რომან შამათავა და გიორგი სამუშია).[1][2] ამ დროს ის საქართველოში აღარ ცხოვრობდა. ქართული მხარის მოთხოვნით, 2021 წლის 20 დეკემბერს გერმანიაში დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი კალანდაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კალანდაძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქსელური გვერდი
- სწავლება ”ვაზიანი 2011”
- ახალი სასწავლო წლის გახსნა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
- კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროები სპეციალური მედლებით დაჯილდოვდნენ
- სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულების მეორე გამოშვება და დაჯილდოება
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან
- ინტერვიუ გიგი კალანდაძესთან, გენშტაბის ყოფილ უფროსთან | ღამის კომენტარი
- Перепідготовка НГУ за стандартами НАТО // Інформаційний ранок - 24.02.2016
- Грузинский генерал раскрыл канал утечки информации в Россию
- Чрезвычайный Выпуск: Кто Такой Генерал Каландадзе Или Предательство Воина! Канделаки и Табах
- Загроза терактів: як уникнути небезпеки
- Оборонная доктрина Украины
- Каландадзе: Сьогодні вже всім зрозуміло на що здатна Росія
- Георгій Каландадзе — начальник Об'єднаного штабу Збройних сил Грузії (2012)
- Грузинский Генерал Герой в Войне за Украину Против России. Георгий Каландадзе с Гари Юрий Табах
- Мария Максакова и Георгий Каландадзе - Опыт бригадного генерала Грузии. ЗСУ необходимо больше оружия
- Гіоргі Каландадзе, комбриг 4-ї бригади Грузії, генерал, про напад Росії у 2008-му
- Ukraine-Berater in Berlin
- Dieser mutige General kämpft jetzt in der Ukraine
- Liegt sein Schicksal bald in Putins Händen?
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე გერმანიაში დააკავეს“. reginfo.ge.
- ↑ „ბრალდებიდან ბრალდებამდე - გენერალ კალანდაძის გზა საქართველოსა და უკრაინაში“. რადიო თავისუფლება. 20 დეკემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „გიგი კალანდაძე თავისუფალია – ქართული მხარე მის ექსტრადიციას ითხოვდა“. tabula.ge. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)