საჩხერის სამთო მომზადების სკოლა
საჩხერის სამთო მომზადების სკოლა — სამთო საბრძოლო სასწავლო დაწესებულება საქართველოში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით ქალაქ საჩხერესთან . დაარსდა 2006 წლის 14 აგვისტოს და ოპერირებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მომზადებისა და განათლების სარდლობის გაერთიანებული შტაბი.[1]
საჩხერის სამთო მომზადების სკოლა შეიქმნა მე-16 სამთო ბატალიონის ბაზაზე,[2] რომლის წინამორბედი, საჩხერის ბატალიონი, იყო ერთ-ერთი პირველი ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი, რომელიც შეიქმნა საქართველოში საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს 1991 წელს. ბატალიონის დამფუძნებელმა და მეთაურმა ბესარიონ ქუთათელაძემ[1] მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამოქალაქო ომში და დაიღუპა 1992 წლის ივნისში გორში რუს ჯარებთან შეტაკებისას.[3]
სკოლა დაარსდა ამერიკისა და საფრანგეთის მხარდაჭერით. საფრანგეთმა ასევე მოამზადა ინსტრუქტორები ქართველ ოფიცერთა სკოლაში. 2010 წელს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლას მიენიჭა კვალიფიკაცია: პარტნიორობა მშვიდობისათვის სასწავლო და განათლების ცენტრი.[1][4][5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Sachkhere Mountain Training School. Ministry of Defense of Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 13 February 2014.
- ↑ Sachkhere Mountain Training School marks the 10th anniversary - News - MOD.GOV.GE. ციტირების თარიღი: 2020-08-19.
- ↑ „Daily Report: Central Eurasia, Issues 116–126“. Foreign Broadcast Information Service. 1992. p. 81.
- ↑ „Saakashvili Hails Army at Opening of Mountain Training School“. Civil Georgia. 22 August 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 13 February 2014.
- ↑ „Sachkhere Mountain Training School“. Georgia Today. 29 December 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 13 February 2014.