ვახტანგ კაპანაძე
ვახტანგ კაპანაძე (დ. 17 აგვისტო, 1960, ოზურგეთი)[1][3] — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2014), საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2004-2005[4] და 2013-2016 წლებში. ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენის კავალერი.[3]
ვახტანგ კაპანაძე | |
ვახტანგ კაპანაძე 2014 წელს | |
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 აგვისტო, 2004 – 18 თებერვალი, 2005 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია |
წინამორბედი | გივი იუკურიძე |
მემკვიდრე | ლევან ნიკოლეიშვილი |
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მვოალეობის შემსრულებელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ნოემბერი, 2012 – 4 დეკემბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი |
წინამორბედი | გიორგი კალანდაძე |
მემკვიდრე | ირაკლი ძნელაძე |
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი (მეორეჯერ) | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ნოემბერი, 2013 – 22 ნოემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
მემკვიდრე | ვლადიმერ ჩაჩიბაია |
დაბადებული | 17 აგვისტო, 1960 ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მეუღლე | ინგა ნებიერიძე[1] |
შვილები | ანა და ქეთევანი[2] |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
წოდება | |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირება1978-1983 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, ოკეანოლოგიის სპეციალობაზე;[2] 1996-1997 წლებში ჯორჯ მარშალის ევროპულ ცენტრში; 1998-1999 წლებში უკრაინის ეროვნული სამხედრო აკადემიის ოპერატიულ-ტაქტიკურ ფაკულტეტზე; 2002-2003 წლებში აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯში.[5]
სამუშაო გამოცდილება
რედაქტირება1983-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კასტროლოგია-სპელეოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-მუშაკად.
1991-1992 წლებში იყო ავღანეთის ვეტერანთა ბატალიონის შტაბის უფროსი; 1992 წელს სპეციალური დაზვერვის ბატალიონის მეთაური; 1993-1995 წლებში საქართველოს გენერალური შტაბის საჯარისო დაზვერვის სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1995-1999 წლებში დაზვერვის მთავარი სამმართველოს საჯარისო დაზვერვის სამმართველოს უფროსი. 1999 წელს დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურად. 2001-2002 წლებში საქართველოს გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსია. 2003-2004 წლებში მსახურობდა საქართველოს გენერალური შტაბის სახმელეთო ძალების (სწრაფი რეაგირების ძალების) შტაბის უფროსად.[5]
2004 წლის 25 აგვისტოს ვახტანგ კაპანაძემ დაიკავა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა,[6] თუმცა აღნიშნულ თანამდებობაზე მცირე ხნით, 2005 წლის 18 თებერვალამდე დაჰყო.[7]
2005-2006 წლებში საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველია. 2006 წელს დაინიშნა აფხაზეთის მთავრობის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად, ხოლო იმავე წელს გახდა აფხაზეთის მთავრობის მინისტრის მოადგილე. მოდევნო წელს გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2007-2008 წლებში სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი პოლონეთის რესპუბლიკაში.[5]
2008-2012 წლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ მსახურობდა.[8]
2012 წლის ნოემბერში კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა,[9], ხოლო 2013 წლის 22 ნოემბერს ხელმეორედ დაინიშნა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსად.[10], იმ დღესვე მას გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.[11] 2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა.[12][13]
სამეცნიერო საქმიანობა
რედაქტირებავახტანგ კაპანაძე არის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამხედრო ქვეკომისიის წევრი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების და აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯის „ღირსების დარბაზის“ საპატიო წევრი.[5]
გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო სტატია გეოგრაფიასა და სამხედრო საქმეში.[14] ის აგრეთვე ორი სამხედრო-ისტორიული შინაარსის ნაშრომის რედაქტორია.
ჯილდოები
რედაქტირებავახტანგ კაპანაძე დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით (1992), ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენითა და აშშ-ის ეროვნული გვარდიის საპატიო მედლით.[5] გერმანიასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და სამაგალითო თანამშრომლობისათვის დაჯილდოვდა გერმანიის შეიარაღებული ძალების ღირსების ოქროს ჯვრით[15] 2016 წლის ოქტომბერში უკრაინის სახმელეთო ჯარების ეროვნული აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.[16]
ლიტერატურა
რედაქტირება- „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი დაარქივებული 2022-05-19 საიტზე Wayback Machine. “, გვ. 199-200, თბ, 2017 წელი. ISBN 978-9941-0-9879-6
- თავისუფლების დღიურები, 2013: რადიო „თავისუფლების“ პროექტი, გვ. 250, თბ., 2014 წელი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვახტანგ კაპანაძე — ბიბლიოვიკი
- ვახტანგ კაპანაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ვახტანგ კაპანაძის დეკლარაცია. „Declaration.gov.ge“. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ 2.0 2.1 ნინო ხაჩიძე. (25 ნოემბერი, 2013) როგორ გახდა ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის 22 წლის ქალიშვილი თავდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე. „თბილისელები“. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ 3.0 3.1 ვახტანგ კაპანაძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ ვახტანგ კაპანაძე. Iverieli. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 კაპანაძე ვახტანგ. „ბიბლიოვიკი“. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ ვახტანგ კაპანაძე გენშტაბის ახალ მეთაურად დაინიშნა. Civil.ge (25 აგვისტო, 2004). ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. Civil.ge (19 თებერვალი, 2005). ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ „რატომ არ მსახურობენ მამაკაცები მდივნებად?“. Ambebi.ge (13 თებერვასლი, 2014). ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ გენერალი ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. „რადიო თავისუფლება“ (2 ნოემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად, ვახტანგ კაპანაძე დაინიშნა. Newposts.Ge (22 ნოემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უხელმძღვანელებს. For.ge (22 ნოემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ პრეზიდენტმა ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და გენშტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა. „Ipress.Ge (22 ნოემბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-15. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ პრეზიდენტმა გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა. Fortuna.Ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-15. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე იქნება. „ნეტგაზეთი“. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გერმანიის შეიარაღებული ძალების ღირსების ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. „საქართველოს მისია ნატოსთან“. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
- ↑ გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (7 ოქტომბერი, 2016). ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.