ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრი
ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრი, (ინგლ. George C. Marshall European Center for Security Studies) — ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის და გემრანიის ფედერაცული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინსტიტუტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელიც მდებარეობს ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში, გერმანიაში.
მარშალის ცენტრის მისიაა, შესაძლებლობების განვითარებითა და გლობალური ქსელის მეშვეობით, რეგიონული და ტრანსნაციონალური უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ხელშეწყობა. ცენტრი ახორციელებს მრავალფეროვან უნიკალურ პროგრამებს და კურსდამთავრებულების სახით, ჰყავს 155-ზე მეტი ქვეყნის 13600-ზე მეტი უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელი.
მარშალის ცენტრში მოქმედებს სხვადასხვა რეზიდენტული პროგრამები, მათ შორის:
- გამოყენებითი უსაფრთხოების სწავლების პროგრამა (PASS);
- ტერორიზმისა და უსაფრთხოების სწავლების პროგრამა (PTSS);
- კიბერ უსაფრთხოების სწავლების პროგრამა (PCSS);
- რეგიონული უსაფრთხოების სემინარი (SRS);
- ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრის პროგრამა (CTOC).
ცენტრში მოქმედებს საერთაშორისო უსაფრთხოების სწავლების სამაგისტრო პროგრამა (MISS), რომელიც ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალების) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება.