საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი
საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი — საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი სამხედრო შტაბი. ის არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების უფროსს. გენერალური შტაბის ძირითადი პასუხისმგებლობაა დაეხმაროს თავდაცვის უფროსს სამხედრო მართვისა და თავდაცვის ძალების ოპერატიული კონტროლის სხვადასხვა ამოცანებში. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილე. მას ნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
ისტორია
რედაქტირებასაქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1991 წელს. მას ეწოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 2008 წლამდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი 2008 წლიდან 2013 წლამდე,[1] კვლავ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 2018 წლიდან, როდესაც ამჟამინდელი სახელწოდება - თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი მიღეs.
ფუნქციები
რედაქტირებასაქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს, ძირითადად, ევალება დაეხმაროს საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსს სხვადასხვა ფუნქციებში. ამრიგად, გენერალური შტაბი პასუხისმგებელია:[2]
- მონაწილეობა თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში და სამხედრო საფრთხეების შეფასებაში
- სარდლობის სტრუქტურის განვითარებაში
- წვევამდელთა დაქირავების გეგმისა და განრიგის შედგენაში
- სამხედროების მომზადების რეგულირებაში
- განათლებისა და წვრთნების დაგეგმვაში
- სამხედრო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანებში
სტრუქტურა
რედაქტირებაგენერალური შტაბი მოიცავს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:[2]
- J-1 ადამიანური რესურსების განყოფილება
- J-2 დაზვერვის განყოფილება
- J-3 ოპერატიული დაგეგმვის განყოფილება
- J-4 ლოგისტიკური დაგეგმარების განყოფილება
- J-5 სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილება
- J-6 კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სისტემების განყოფილება
- J-7 განათლებისა და საბრძოლო მომზადების განყოფილება
- ადმინისტრაციული განყოფილება
- საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის დირექტორატი
- შეიარაღების კონტროლისა და შემოწმების დირექტორატი
- სამედიცინო განყოფილება
- სამხედრო პერსონალის კონტროლის ცენტრი
- კომუნიკაციების ცენტრი
- საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულება (13 დეკემბერი, 2018).
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულება (22 ნოემბერი, 2013).