შტაბი (გერმ. Stab) — საბრძოლო ვითარებისას ჯარების (ძალების) მართვის, მათი მომზადების, აღზრდისა და ყოველდღიური საქმიანობის ძირითადი ხელმძღვანელი ორგანო. არსებობს ყველა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, დაწყებული ბატალიონიდან და ზევით. იყოფა საერთო-საჯარისო, შეიარაღებული ძალების სახეობების, გვარეობებისა და სპეციალური ჯარების შტაბებად.

შტაბის ძირითადი ამოცანებია:

  • ჯარებისა და მართვის ორგანოების მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
  • ვითარების ამსახველი მონაცემების თავმოყრა, შესწავლა, დამუშავება და შეფასება;
  • სარდლის (მეთაურის) მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ძირითადი მონაცემების, ოპერატიული, ტაქტიკური გაანგარიშებისა და წინადადებების შემუშავება;
  • საბრძოლო მოქმედების დაგეგმვა და მათი ამოცანების დროზე დაყვანა ჯარებამდე;
  • საბრძოლო მოქმედებათა ყოველმხრივი მომზადება და უზრუნველყოფა;
  • ურთიერთქმედებების ორგანიზაცია და მისი განხორციელება ოპერაციის (ბრძოლის) მსვლელობისას;
  • მებრძოლ ჯარებთან და ზემდგომ შტაბებთან საიმედო კავშირის უზრუნველყოფა;
  • ბრძოლისათვის ჯარების მზადებისა და მათი ამოცანების შესრულების კონტროლი;
  • მართვის პუნქტების მოწყობა, მათი მუშაობის, გადაადგილებისა და დაცვის უზრუნვეყოფცა;
  • ზემდგომი შტაბებისთვის დ თანამოქმედი ჯრებისათვის საბრძოლო ვითარების შესახებ ინფორმაციის სისტემატიური მიწოდება;
  • ჯარების დაკომპლექტება;
  • საბრძოლო ტექნიკის, ტრანსპორტისა და სხვა მატერიალურ საშუალებათა აღრიცხვა;
  • ჯარების ფარული მართვისა და სამხედრო საიდუმლოების დასაცავი ღონისძიებების გატარება;
  • პირად შემადგენლობაზე რადიაქტიური ხასიათის დასხივების აღრიცხვა;
  • საბრძოლო გამოცდილების შესწავლა და ჯარებამდე დაყვანა;
  • ოპერაციული, საბრძოლო, პოლიტიკური და სპეციალური მომზადების, საბრძოლო მორიგეობისა და საყარაულო სამსახურის ორგანიზაცია.

შტაბის უფროსი ითვლება მეთაურის (სარდლის) პირველ მოადგილედ.

ლიტერატურა რედაქტირება